გაზაფხული ყოველთვის ცვლილებების დროა. გლობალურად, ამისთვის წელიწადის ნებისმიერი დრო შესაფერისია, მაგრამ გაზაფხულზე ყველაზე მძაფრად იგრძნობა ცვლილების საჭიროება და თმის შეჭრა, როგორც მოგეხსენებათ, უმარტივესი გზაა საკუთარი თავის და, შესაბამისად, თქვენი ცხოვრების, თუნდაც მცირედით შესაცვლელად.
პეპლის ვარცხნილობა
.jpg)
საუკეთესო ვარიანტი მათთვის, ვისაც სურს ცვლილებები, მაგრამ ჯერ არ არის მზად გრძელი კულულების მოსაშორებლად. ეს ვარიანტი დაგეხმარებათ განაახლოთ თქვენი იმიჯი სიგრძის დამოკლების გარეშე, მისცემს თმას დამატებით მოცულობას და სიმსუბუქეს.
გრძელი „ბობი“
.jpg)
მხრების ზემოთ სიგრძე აბსოლუტურად უნივერსალურია. შესაფერისია ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა, სახის ფორმისა და თმის ტიპისა. ამ სიგრძის ტარების ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაზაფხული/ზაფხულის სეზონია.
„ბობი“ სწორი ჭრით
.jpg)
იდეალური ვარიანტია მათთვის, ვინც დაიღალა გაუთავებელი კასკადური თმის შეჭრათ - ეს ვარცხნილობაა აბსოლუტურად თანაბარი ჭრით. იდეალური არჩევანი მათთვის, ვისაც სურს ხაზი გაუსვას სახის რელიეფს და გაახანგრძლივოს მისი ოვალური - მკაფიო ხაზები.