ანასტასია ხაჩიძე ზურა ხაჩიძეს და ხათუნა ჟორდანიას შვილია. გოგონა ბავშვობიდან სიმღერის და ცეკვის განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა და მის ვიდეოებს ხშირად აქვეყნებენ მშობლები, გულშემატკივრებისგან კი ყოველთვის თბილ კომენტარებს იმსახურებენ.
თავად ანასტასია სოციალურ ქსელებში აქტიურობით არ გამოირჩევა, ის ვიდეოებს „ტიკ-ტოკზე“ აზიარებს და ამზადებს ხელნაკეთ ნივთებს, გაყიდული ნივთების თანხით კი გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარება.
ზურას თქმით, ანასტასიას სახელი გამზრდელი ბებოს პატივსაცემად დაარქვა. ოჯახში ყველაზე პატარა წევრს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და ზურა მას ყველა სურვილს უსრულებს.
როგორც მშობლები განმარტავენ, ანასტასიას ეკრანზე გამოჩენა და ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს. ამიტომ ოჯახის წევრებთან ერთად სატელევიზიო გადაცემებს იშვიათად სტუმრობს.
ამჯერად ანასტასიას ფოტოს ხათუნა ჟორდანია აქვეყნებს.