ანდრია გველესიანისა და მაიკო ვაწაძის წყვილს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. მაიკო პროფესიით მსახიობია, ხოლო ანდრია, მსახიობობასთან ერთად, მომღერლობასაც ითავსებს.
წყვილი „ინსტაგრამზე“ აქტიურობით გამოირჩევა და საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებს ხშირად უზიარებს. წყვილს ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს.
ამჯერად ანდრია მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს და "ინსტაგრამზე" პოსტს აქვეყნებს:
"დღეს ჩემი გოგოს დაბადების დღეა! ყველაზე ლამაზი ადამიანის მთელ დედამიწაზე! ადამიანი, რომლის სულიც შევიყვარე და რომელთან ერთადაც ვქმნი ტომს! ჩემი სანის დედიკო და ჩემი სიყვარულის გოგო! მინდა სულ ბედნიერი იყო, წარმატებული და დღეგრძელი. მიყვარხარ ყველაზე მეტად!" - წერს ანდრია სოციალურ ქსელში.

