„დილა მშვიდობისა საქართველო“ ახალი თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ და წარმატებულ სახეს გვაცნობს. ბუკა კოტე თოლორდავასა და მარიამ ჯოლოგუას ვაჟია. კოტე ფართო აუდიტორიამ სერიალიდან “ჩემი ცოლის დაქალები“, ხოლო მარიამი - „შუა ქალაქში“ გაიცნო. ბუკა ცნობილი მშობლების გზას აგრძელებს და საკუთარი არჩევანის შესახებაც საუბრობს:
„ძალიან პატარა როცა ვიყავი, რომ უკითხავთ, რა გინდა გამოხვიდეო, მსახიობი არა, დანარჩენი ნებისმიერი რამე-მეთქი. გააზრებულ ასაკამდე არასდროს მეგონა, რომ ოდესმე ამ საქმესთან რაიმე საერთო მექნებოდა. ვუყურებდი, როგორც რიგით გატაცებას, ჰობის. ყველაფერი მბეზრდება და ეს არ მომბეზრებია დღემდე. მივხვდი, რომ ეს არის ის, რითაც უნდა ვიცხოვრო და რაც უნდა გავაკეთო. სცენაზე ვარ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია…“ - ამბობს ბუკა თოლორდავა.