ემბერ ჰერდთან სკანდალურმა განქორწინებამ არა მხოლოდ გააფუჭა ჯონი დეპის რეპუტაცია, არამედ მის სამსახიობო კარიერასაც ზიანი მიაყენა. მიუხედავად იმისა, რომ დეპმა ჰოლივუდის მიმართ კეთილგანწყობა დაკარგა, ევროპის კინოინდუსტრიის კარგი დამოკიდებულება მოიპოვა. 2021 წლის სექტემბერში დეპმა სან სებასტიანის კინოფესტივალზე საპატიო პრიზიც კი მიიღო.

ცნობილი გახდა, რომ ჯონი ფრანგი მსახიობისა და რეჟისორის, მაივენის ისტორიულ ფილმში მიიღებს მონაწილეობას. იგი მეფე ლუი XV-ს განასახიერებს, რომელიც საფრანგეთს 59 წელი მართავდა, მაგრამ ხალხს თავი ცნობილი სასიყვარულო ურთიერთობებით დაამახსოვრა. ფილმში უმეტესი დრო სწორედ მეფის პირად ცხოვრებას დაეთმობა.

პროექტის გადაღებები 8 ივლისს პარიზში დაიწყო და დაახლოებით სამი თვე გაგრძელდა. სცენების უმეტესობა საფრანგეთის დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე, ძირითადად, ვერსალის სასახლეში გადაიღეს.