თარიღი:1957 წლის აპრილი
ღონისძიება:Paramount Pictures-ის ვახშამი რომანოფში, ბევერლი ჰილზში, სოფია ლორენის ჰოლივუდის წარმატების აღსანიშნავად.

ამბავი: ფოტოს ისტორია თავად სოფია ლორენმა მხოლოდ 2015 წელს გაამხილა: „კინოსტუდიამ წვეულება მომიწყო. იქ კინოთეატრის ყველა წარმომადგენელი შეიკრიბა, მათ შორის ჯეინ მენსფილდიც იყო,იმავე წელს, 20th Century Fox-მა ხელი მოაწერა კონტრაქტს მენსფილდთან და დაიწყო მისი აქტიური პოპულარიზაცია, როგორც მთავარი ქერა ჰოლივუდში, განზრახ ეწინააღმდეგებოდა მერლინ მონროს. ის პირდაპირ ჩემს მაგიდასთან მოვიდა. მან იცოდა, რომ ყველა უყურებდა და შემდეგ… გადახედეთ ფოტოს. სად არის ჩემი თვალები? მე ვუყურებ მის მკერდს, შეშინებული ვარ, რადგან მისი კაბა თითქმის შიშველს აჩენს.“
სოფიმ აღიარა, რომ თაყვანისმცემლები მას ხშირად სთხოვენ ხელი მოაწეროს ამ კონკრეტულ ფოტოს, მაგრამ ის ყოველ ჯერზე უარს ამბობს - ჯეინ მენსფილდისადმი პატივისცემის გამო, რომელიც 1967 წელს ტრაგიკულად გარდაიცვალა.