მოდელი და პოლიგლოტი: საინტერესო ფაქტები მონიკა ბელუჩის ქალიშვილის, დევა კასელის შესახებ - Marao

მოდელი და პოლიგლოტი: საინტერესო ფაქტები მონიკა ბელუჩის ქალიშვილის, დევა კასელის შესახებ

2023-04-16 09:40:50+04:00

 

მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის უფროსი ქალიშვილი მოდის ინდუსტრიაში ამომავალი ვარსკვლავი ხდება - ამიტომ, დროა უკეთ გავიცნოთ იგი.

დევა 2004 წლის 12 სექტემბერს, რომში, მსახიობების მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ოჯახში დაიბადა. მას ჰყავს უმცროსი და, ლეონი და უმცროსი ნახევარდა, ამაზონი, მამისა და მისი ახალი მეუღლის, თინა კუნაკის ქალიშვილი. დევა გაიზარდა იტალიაში, მაგრამ მშობლებთან ერთად ევროპაში ბევრს მოგზაურობდა. ბოლო დროს კი პარიზში ცხოვრობს.

უკვე რამდენიმე წელია, დევა შეყვარებულია - ის მოდელ ლუკა სალანდრას ხვდება. ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როცა ორივე 15 წლის იყო. დევა და ლუკა გრძნობებს არ მალავენ და სოციალურ ქსელში საერთო ფოტოებს ხშირად აქვეყნებენ.

დევა თავისუფლად ფლობს სამ ენას: იტალიურს, ფრანგულს და ინგლისურს. 

გოგონა უმეტესად სამოდელო კარიერაზეა ორიენტირებულია. განსაკუთრებით თბილი ურთიერთობა აქვს იტალიურ ბრენდთან Dolce & Gabbana, რომლის სახე ოდესღაც დედამისი, მონიკა ბელუჩი იყო.

დევა სამსახიობო კარიერის დაწყებასაც გეგმავს. ცნობილია, რომ მან უკვე მიიღო პირველი როლი იტალიელი რეჟისორის, ლაურა ლუჩეტის დრამაში „ლამაზი ზაფხული“.