ამერიკული ჟურნალის Clinical Nutrition-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, მთლიანი ვაშლის ჭამა ხელს უწყობს მადის შემცირებას, ეს კი თავისთავად ხელს უწყობს წონის კონტროლს.
ვაშლის რეგულარული მოხმარება ასევე ამცირებს ტიპი 2 დიაბეტის რისკს. კვირაში ერთხელ ვაშლის მირთმევა დიაბეტის რისკს 3%-ით ამცირებს.
ვაშლი იცავს ტვინს
ვაშლი შეიცავს პოლიფენოლს, რომელსაც კვერცეტინი ეწოდება. ეს არის პიგმენტი, რომელიც აძლევს ხილს ნათელ ფერს. აღმოჩნდა, რომ კვერცეტინს აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტები, რაც ნიშნავს, რომ ის ეხმარება ორგანიზმს ოქსიდაციური სტრესით გამოწვეული ზიანის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის ალცჰაიმერის და დემენციის ჩათვლით.

ვაშლი აუმჯობესებს მიკრობიომს
მიკრობიომი არის ბაქტერიების შეგროვება ნაწლავში. ჯანსაღი საჭმლის მონელება და ჯანსაღი იმუნური სისტემა იწყება ერთი ადგილიდან: ნაწლავიდან. ვაშლის რეგულარულად ჭამა ხელს უწყობს ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიების გაზრდას.
იცავს კბილებს და პირის ღრუს სხვადასხვა დაავადებებისგან
ვაშლი ამცირებს პირის ღრუში პათოგენური ბაქტერიების სიცოცხლისუნარიანობას და ხელს უწყობენ კბილის მინანქრის ჯანსაღი ფერის შენარჩუნებას. ასევე, ეცადეთ, ნივრის ან ხახვის ჭამის შემდეგ, ვაშლი მიირთვათ - რადგან ის ასუსტებს არომატულ ფერმენტებს.

ვაშლი ამცირებს ორი სახის კიბოს რისკს
ვაშლის ჭამა დაგეხმარებათ მნიშვნელოვნად შეამციროთ გარკვეული სახის კიბოს რისკი. ამ თემაზე ორი დიდი კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალებში - Reviews on Environmental Health and Public Health Nutrition. ანალიზმა აჩვენა, რომ დღეში რამდენიმე ვაშლის ჭამა ამცირებს მსხვილი ნაწლავისა და ფილტვის კიბოს რისკს.