"ერთხელ გავიღვიძე და ვერ ვცნობდი ადგილს და საკუთარ სხეულს... გაუცხოება დამემართა, მეგონა, მოვკვდი" - რას ჰყვება თიკო სადუნიშვილი ნარკოტიკსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებასთან ბრძოლაზე - Marao

"ერთხელ გავიღვიძე და ვერ ვცნობდი ადგილს და საკუთარ სხეულს... გაუცხოება დამემართა, მეგონა, მოვკვდი" - რას ჰყვება თიკო სადუნიშვილი ნარკოტიკსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებასთან ბრძოლაზე

2023-04-13 15:25:57+04:00

თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი ეკ­რან­ზე დაბ­რუნ­და. ჟურ­ნა­ლის­ტი "მთა­ვარ არხზე“ გა­და­ცე­მა "თი­ნას“ წა­იყ­ვანს. პირ­ველ ეთერ­ში სა­დუ­ნიშ­ვილ­მა ვრცლად ილა­პა­რა­კა, თუ რო­გორ იყო წლე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კებ­სა და ალ­კოჰოლ­ზე. რო­დის დად­გა მის ცხოვ­რე­ბა­ში მო­მენ­ტი, რო­დე­საც ყვე­ლაფ­რის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა და რამ ითა­მა­შა ამა­ში ყვე­ლა­ზე გა­დამ­წყვე­ტი როლი. თიკო ამ­ბობს, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­იც­ვა­ლა მშობ­ლებ­თან, შვილ­თან, ახ­ლობ­ლებ­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან...

თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი:

"მო­ვიხ­მარ­დი მე­დი­კა­მენ­ტებს, ან­ტი­დეპ­რე­სან­ტებს, ალ­კოჰოლს, სტი­მუ­ლა­ტო­რებს, ე.წ. კლუ­ბურ ნარ­კო­ტი­კებს. მა­რი­ხუ­ა­ნას და თამ­ბა­ქოს, ამა­საც და­ვა­სა­ხე­ლებ, რად­გან ბოლო სამი თვეა ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­გა­ნაც გავ­თა­ვი­სუფ­ლდი.

 2 წლი­სა და 8 თვის წინ მივ­ხვდი, რომ რა­ღაც უნდა შე­მეც­ვა­ლა ცხოვ­რე­ბა­ში. აპ­ლი­კა­ცია მაქვს, სა­დაც სუფ­თა დღე­ებს ვით­ვლი, თით­ქოს ახალ და­ბა­დე­ბას ჰგავს... მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სულ მახ­სოვ­დეს და არ და­ვი­ვი­წყო. მახ­სოვ­დეს ისე, რო­გორც ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­ანთი და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი ახ­სოვთ. თვე­ში ერთხელ ან მძი­მე მო­მენ­ტებ­ში, როცა სტრე­სუ­ლი დღე­ე­ბი მაქვს, ჩავ­ხე­დავ ხოლ­მე ამ აპ­ლი­კა­ცი­ას და ვიხ­სე­ნებ, არ მინ­და და­მა­ვი­წყდეს... იგი­ვე ცხოვ­რე­ბას არ უნდა და­ვუბ­რუნ­დე.

რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი აქვს იმას, რა­ტო­მაც ცვლი­ლე­ბე­ბი და­ვი­წყე. ერთი ის, რომ ნათ­ლად და­ვი­ნა­ხე, რომ თით­ქოს ჩემი ცხოვ­რე­ბა ლუქ­ში ყოფ­ნას და­ემ­სგავ­სა, ნათ­ლად ვხე­დავ­დი, რომ ჩემი მო­მა­ვა­ლი ჩემი წარ­სუ­ლი იყო - ერ­თფე­როვ­ნე­ბა და აუ­ტან­ლო­ბა. და­მე­წყო შფოთვი­თი აშ­ლი­ლო­ბა, პა­ნი­კუ­რი ში­შე­ბი.

თა­ვი­სი მი­ზე­ზი აქვს, თუ რა­ტომ მო­იხ­მა­რენ ადა­მი­ა­ნე­ბი ნარ­კო­ტიკს და მეც რა­ტომ მო­ვიხ­მარ­დი. ერ­თგვა­რი გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლია. სტე­რე­ო­ტი­პე­ბით და ტა­ბუ­ე­ბით სავ­სე ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ. ჩემი ის­ტო­რია მხო­ლოდ ჩემ­ზე არ არის, ამის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან: ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, აქ მათ­ზეც უნდა ვი­სა­უბ­რო და ვღე­ლავ, რო­გორ მი­ი­ღე­ბენ.

მახ­სოვს ერთ დი­ლას გა­ვიღ­ვი­ძე და ვერ ვცნობ­დი ად­გილს და სხე­ულს, რო­მელ­შიც გა­ვიღ­ვი­ძე. წა­მოვ­ხტი, მივ­ვარ­დი სარ­კეს­თან და ვერ ვი­ცა­ნი სა­კუ­თა­რი თავი. გა­უ­ცხო­ე­ბა და­მე­მარ­თა, მე­გო­ნა, რომ მოვ­კვდი, ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და. და­მე­წყო კან­კა­ლი, და­ბუ­ჟე­ბა, ვიხ­რჩო­ბო­დი, ყელ­ში ბურ­თი გა­მე­ჩხი­რა. მა­შინ მივ­ხვდი, რომ იმ წუ­თას ვკვდე­ბო­დი, თუმ­ცა ჯერ არ ვი­ყა­ვი მკვდარი.

სუ­ი­ციდ­ზე ფიქ­რე­ბი ბავ­შვო­ბი­დან მქონ­და, მაგ­რამ სურ­ვი­ლი არა­სო­დეს მქო­ნია. შეგ­რძნე­ბე­ბი დავ­კარ­გე და ტან­საც­მლი­ა­ნად გა­ვი­ქე­ცი შხა­პის­კენ, შევ­ვარ­დი და მინ­დო­და რამე მეგ­რძნო, სხე­ულ­თან კავ­ში­რი დავ­კარ­გე. შხა­პის მერე ცივ მეტ­ლახ­ზე დავ­წე­ქი და მა­ინც ვე­რა­ფერს ვგრძნობ­დი. მა­შინ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ უნდა და­მეს­რუ­ლე­ბი­ნა ეს ცხოვ­რე­ბა და თა­ვი­დან და­მე­წყო. მე­ო­რე დღი­დან მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ უარი მეთ­ქვა ტოქ­სი­კურ ნივ­თი­ე­რე­ბებ­ზე.

წაიკითხეთ სრულად