36 წლის ასაკში განქორწინების შემდეგ მომღერალი მომავალსა და ოჯახურ ბედნიერებაზე ნერვიულობდა, თუმცა ამ საკითხზე ხმამაღლა აქამდე არასდროს უსაუბრია. საკუთარ გამოცდილებას ამჯერად ქეთი მელუა ონლაინჟურნალ GRAZIA-ს უზიარებს.
"ძალიან იღბლიანი ვარ, მაქვს საქმე და კარიერა, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან მაინტერესებს. 19 წლიდან შემიყვარდა სიმღერების წერა და დიდ მუსიკოსებთან მუშაობა; ასევე, საქმიანი მხარე, პრომოცია და გაყიდვა. ძალიან ადრე გავხდი სცენაზე დამოკიდებული. გასაკვირი არ არის, რომ ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ჩემს საქმეს დავუთმე. საქართველოდან ემიგრანტების ოჯახი ვიყავით და ვთვლიდით, რომ ბედნიერი ოჯახი ვიყავით, რადგან თავი დავაღწიეთ საბჭოთა კავშირის ჩრდილს და დასავლეთში წამოვედით.
"საკუთარი ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება ძლიერი იყო. მეშინოდა, გავართმევდი თუ არა თავს ყველაფერს. დედაჩემისგან ისეთი საოცარი მაგალითი მქონდა, პაწაწინა ადამიანის აღზრდასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა ძალიან მაშინებდა.
ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ მაქვს სამუშაო და კარიერა, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდები. 19 წლიდან ვწერ სიმღერებს და ძალიან მიყვარს ეს საქმე. უდიდეს მუსიკოსებთან მიმუშავია და ძალიან ადრეული ასაკიდან მივეჩვიე ამ ყველაფერს, სცენას. გასაკვირი არ არის, რომ მთელი ჩემი არსებით ჩავეფალი საქმეში და ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა ჩავდე ამაში. როგორც იცით, ჩემი ოჯახი საქართველოდან იყო ემიგრირებული. ჩვენ ბედნიერად მივიჩნევდით თავს, რომ დასავლეთში ვცხოვრობდით, საბჭოთა კავშირის ნგრევის პერიოდში დავტოვეთ ქვეყანა. თუმცა ყოველთვის გვქონდა მცირე გულისწყვეტა და სინანული, პასუხისმგებლობა, რომ წამოვედით და გვინდოდა მაქსიმუმი გაგვეკეთებინა ბრიტანეთში წარმატების მისაღწევად, მე, როგორც მომღერალს და დედას, როგორც დედას.
გარდატეხის ასაკში ძალიან მაშინებდა აზრი, რომ მოულოდნელად არ დავფეხმძიმებულიყავი. წლები გადიოდა და პირველი ქორწინების დროს უკვე იმაზე ვღელავდი, რა იქნება, რომ ეს არასდროს მოხდეს? ჩემს ახლო ნათესავებს ჰქონდათ ფერტილობასთან დაკავშირებული პრობლემები...
შემდეგ ოჯახი დაინგრა და 36 წლის ასაკში, ახალგანქორწინებული, ჯერ კიდევ მუსიკაზე გიჟივით შეყვარებული დავრჩი პერსპექტივით, არასოდეს მყოლოდა საოცნებო ოჯახი... ამ დროს გადავწყვიტე კვერცხუჯრედის გაყინვა, რათა ფერტილობის წნეხს არ ეკარნახა ჩემთვის ცხოვრების წესები...
რამდენიმე წლის წინ გავიცანი ერთი ადამიანი. პანდემიამ ბევრი რამ დააჩქარა. თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით და როცა სამი თვის შემდეგ მეორე კარანტინის შესახებ გამოაცხადეს, გვქონდა ორი ვარიანტი - ერთად გვეცხოვრა ან არალეგალურად შევხვედროდით ერთმანეთს. შესაბამისად, ერთადერთი ვარიანტი დარჩა.
კვერცხუჯრედის გაყინვამ ზეწოლა მომიხსნა. ახლა შემეძლო თავისუფლად გამეტარებინა დრო, გამეცნო კარგად ეს ადამიანი და თუ არ იქნებოდა ეს სწორი არჩევანი, ყოველთვის შეიძლებოდა დონორის პოვნა... ჩვენი გაცნობიდან ერთი წლის თავზე ვკითხე, მზად იყო თუ არა, გვეცადა ოჯახის შექმნა და შვილის ყოლა. სამთვიანი ფიქრის შემდეგ, ერთ საღამოს მითხრა, რომ მზად იყო ოჯახი შეგვექმნა...
როცა პირველად გავისეირნეთ ჰაერზე სამივემ ერთად, როგორც ოჯახმა, საოცარი ბედნიერება ვიგრძენი. თითქოს სხვა ფერებში დავინახე ყველაფერი, მეტად შევნიშნე და შევიგრძენი სამყაროს სილამაზე, ფერები, წვრილმანები" - ამბობს ქეთი მელუა ინტერვიუში.