უკვე რამდენიმე წელია, რაც თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს. ინფორმაცია, რომ ნაშვილები იყო, ჟურნალისტმა გამზრდელი დედის გარდაცვალების შემდეგ შეიტყო. ამ რთულ გზაზე თამუნამ ჯგუფი სოციალურ ქსელში „ვეძებ“ შექმნა, სადაც სხვა გაშვილებულებსაც ეხმარება ბიოლოგიური მშობლების პოვნაში.
ძიება გრძელდება და ამ ეტაპზე თამუნამ მხოლოდ ბიოლოგიური ბაბუა იპოვა, რომელიც ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა, მისი შვილები კი გენეტიკური ტესტის გაკეთების შემდეგ თამუნასთვის მხოლოდ ბიძები და დეიდები აღმოჩნდნენ...
ბიოლოგიური მშობლების ძებნას აგრძელებს, თუმცა ამ წლების მანძილზე არაერთი ადამიანი აღმოჩნდა მის ცხოვრებაში, რომლებიც არწმუნებდნენ, რომ დედის პოვნაში დაეხმარებოდნენ.
ამჯერად თამუნა ინსტაგრამზე ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს - 1996 წელს საქართველოდან ამერიკაში გაშვილებული ბავშვი ოჯახში დაბრუნდა. დედა-შვილმა ერთმანეთი გენეტიკური ტესტით იპოვა.