"მადლობა, რომ მათამამეთ ამდენი წელი თქვენი სიყვარულით” - ნატო გელაშვილი 51 წლის გახდა: ემოციური წერილი შვილისგან და მილოცვები მეგობრებისგან - Marao

"მადლობა, რომ მათამამეთ ამდენი წელი თქვენი სიყვარულით” - ნატო გელაშვილი 51 წლის გახდა: ემოციური წერილი შვილისგან და მილოცვები მეგობრებისგან

2023-04-18 11:24:34+04:00

ნატო გელაშვილი იუბილარია, მომღერალს 51 წელი შეუსრულდა. "მე დღეს დავიბადე ჩემს აპრილთან ერთად… 51… დიდება, უფალო, მოვლინებისათვის და მადლობა თქვენ, რომ მათამამეთ ამდენი წელი თქვენი სიყვარულით”, – წერს ნატო გელაშვილი. 

დედას სოციალურ ქსელში ემოციური სიტყვებით მიმართავს გიორგი ჭოხონელიძე: „ქალბატონ ნატო გელაშვილს გაუმარჯოს! გილოცავ, დედუ, მაგრად იყავი მთელი ცხოვრება! ჯანმრთელი და ბედნიერი უნდა გვყავდე დიდხანს და ვეცდები, ამისთვის ყველაფერი გავაკეთო. მიყვარს ეს ფოტო, რაღაცნაირი ძმაკაცურ-მეგობრული ამბავია და ასე იქნება ყოველთვის!“ – წერს გიორგი ჭოხონელიძე.