ბრიჯიტ მაკრონის ვაჟი მის ქმარზე ორი თვით უფროსია - ვინ არიან საფრანგეთის პირველი ლედის შვილები და რას საქმიანობენ ისინი - Marao

ბრიჯიტ მაკრონის ვაჟი მის ქმარზე ორი თვით უფროსია - ვინ არიან საფრანგეთის პირველი ლედის შვილები და რას საქმიანობენ ისინი

2023-04-23 11:27:20+04:00

სანამ საფრანგეთის მომავალ პრეზიდენტს გაიცნობდა,  1974 წელს, 21 წლის ბრიჯიტმა ანდრე-ლუი ოზიერზე იქორწინა. შემდეგ  მასწავლებლად მუშაობა დაიწყო, ხოლო მისი ქმარი ბანკირი გახდა. ქორწინებაში მათ სამი შვილი შეეძინათ. პირველი ვაჟი, სებასტიანი იყო, რომელიც 1975 წელს დაიბადა.  

ბიჭი ბრწყინვალედ სწავლობდა, კერძოდ, წარმატებით დაამთავრა სტატისტიკისა და ინფორმაციის ანალიზის ეროვნული სკოლა. გამოცდილების მიღების შემდეგ,  Kantar Health-ის უფროსი ვიცე პრეზიდენტი გახდა -  ბაზრის კვლევის კომპანია პარიზში.

საინტერესოა, რომ სებასტიანი მონაწილეობდა „მამინაცვლის“ საარჩევნო კამპანიაში და ხელმძღვანელობდა სოციალურ ქსელებს. სებასტიანი დაჯახებულია -  ჰყავს ცოლი, კრისტელი და ორი შვილი.

ბრიჯიტ მაკრონს სებასტინის გარდა ორი ქალიშილი ჰყავს: ლორენსი, რომელიც კარდიოლოგად მუშაობს და ტიფანი, რომელიც ადვოკატი გახდა. ლოურენსი მაკრონის ასაკისაა და საშუალო სკოლაში მისი კლასელი იყო. ბრიჯიტის ორივე ქალიშვილსაც ჰყავს შვილები, საერთო ჯამში ის შვიდ შვილიშვილს ზრდის. 

ემანუელს და ბრიჯიტს საერთო შვილები არ ჰყავთ, მაგრამ საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ცოლის შვილიშვილები განსაკუთრებით უყვარს და ერთ ინტერვიუში თქვა, რომ შვიდი შვილიშვილი ჰყავდა. ბავშვები ხშირად სტუმრობენ ელისეის სასახლეს და მაკრონის საჯარო ღონისძიებებზეც ჩნდებიან.