ნინა სუბლატი ცნობილი მუსიკალური შოუ „საქართველოს ვარსკვლავიდან“ გახდა. მან პროექტში გამარჯვება მოიპოვა და 2015 წელს „ევროვიზიაზე“ საქართველო წარადგინა, რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა.
ნინა სუბლატი „საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობისას კარიერის უცხოეთში გაგრძელებაზე ოცნებობდა, თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, მან დაქორწინება გადაწყვიტა და 2013 წელს რჩეულთან, გიორგი შამანაურთან ერთად ფოტოები იუსტიციის სახლიდან გამოაქვეყნა, სადაც წყვილმა ხელი მოაწერა. გიორგი თავადაც მუსიკოსია და მომავალი მეუღლე სწორედ მუსიკალურ პროექტში გაიცნო.
„არ ვიცი, ვიღაცა პატარა ბავშვია მოსული ჩემთან“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა 2020 წლის აგვისტოში შვილის ფოტო მომღერალმა. ნინასა და გიორგის ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს.
ამჯერად ნინა სოციალურ ქსელში სწორედ შვილის ვიდეოს აქვეყნებს.