დონალდ ტრამპისა და მელანია ტრამპის სიყვარულის ისტორია თეთრ სახლში შესვლამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.ისინი ერთმანეთს 1998 წლის სექტემბერში შეხვდნენ. დონალდმა, რომელიც მელანიაზე 24 წლით უფროსია, ახალგაზრდა მოდელი ნიუ-იორკის მოდის კვირეულის წვეულებაზე გაიცნო.
იმ დროს უძრავი ქონების მაგნატი ყოფილ მეუღლესთან მარლა ნეიპლსისთან ახალი დაშორებული იყო, რომელთანაც ქალიშვილი ტიფანი ტრამპი ჰყავს.
დონალდი და მელანია 2005 წელს დაქორწინდნენ. ერთი წლის შემდეგ მათი ვაჟი, ბარონი დაიბადა.