მერი კვანტი:ვინ იყო ქალი, რომელმაც გამოიგონა მინი ქვედაკაბა - Marao

მერი კვანტი:ვინ იყო ქალი, რომელმაც გამოიგონა მინი ქვედაკაბა

2023-04-23 11:37:03+04:00

დღეს ძნელი წარმოსადგენია ქალის გარდერობი ისეთი ნივთის გარეშე, როგორიც არის მოკლე ქვედაბოლო. მაგრამ ერთხელ მისმა გამოჩენამ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა არა მხოლოდ მოდაში, არამედ მთელი თაობის დამოკიდებულებაშიც.

13 აპრილის შუადღისას დიდი ბრიტანეთიდან სამწუხარო ამბავი მოვიდა - მერი კვანტი გარდაიცვალა. თუ მისი სახელი თქვენთვის არაფერს ნიშნავს, მაშინ იცოდეთ, რომ ის არის მინი ქვედაკაბის, ასევე ვიწრო შარვლის შემქმნელი. დაუყოვნებლივ უნდა ითქვას, რომ მერი კვანტი, კრისტიან დიორისგან ან ივ სენ ლორანისგან განსხვავებით, არ იყო დიდი მოდის დიზაინერი ამ სიტყვის ფართო გაგებით. მის პატარა მაღაზიაში King's Road-ზე, ლონდონში, ახალგაზრდები მოდიოდნენ უახლესი მოდის სანახავად. ერთ-ერთი იყო მინი ქვედაკაბა.

როგორც ყოველთვის ხდება, ასეთი ბრწყინვალე აღმოჩენა სრულიად შემთხვევით გაკეთდა. მერი კვანტის თქმით, მინი ქვედაკაბა სახლის დასუფთავების დროს გამოიგონა. მისმა მეგობარს იატაკის რეცხვის დროს ხელი რომ არ შეშლოდა, გრძელი კაბა ოდნავ გადაჭრა. კვანტს ეს იდეა იმდენად მოეწონა, რომ იმავე დღეს თავის მაღაზიაში მსგავსი მოდელები გამოფინა, რომლებიც ერთ დღეში გაიყიდა. იყვნენ ადამიანები, რომელიც ამ ახალ სტილს ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ 1960-იან წლებს ტყუილად არ ეძახიან რევოლუციის დრო: წესიერების ვერცერთი წესი ვეღარ უმკლავდებოდა მოდის ცდომილებებს.

1962 წელს კვანტმა მინი ქვედაბოლოს პირველი კოლექცია წარმოადგინა, თუმცა მსოფლიო აღიარება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მიიღო, ნიუ-იორკში, როდესაც შოუს შემდეგ მერი კვანტი მოდელებთან ერთად  ბროდვეიზე სასეირნოდ წავიდა. ლეგენდის თანახმად, მოძრაობა რამდენიმე საათით შეჩერდა და „ინციდენტი“ ყველა ტელევიზიით გადაიცემოდა.

მინის მიმართ გაზრდილი ინტერესის მიუხედავად, ტენდენციას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. სახელმწიფო დაწესებულებებმა თანამშრომლებს აუკრძალეს ასეთი კაბების ტარება, ვატიკანმა გარდერობის ეს ნივთი „უსირცხვილოდ“ გამოაცხადა და კოკო შანელიც კი, რომელიც მოდის სამყაროს გამორჩეული ფიგურაა, ახალი სტილის წინააღმდეგი იყო - „მუხლები ქალის სხეულის ყველაზე მახინჯი ნაწილია და მათი დამალვაა საჭირო“, - ამბობდა დიზაინერმა.

მინი ქვედაბოლო მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ აღიარეს -  მას შემდეგ, რაც ჟაკლინ კენედიმ დაიწყო მათი ტარება, ხოლო დედოფალმა ელიზაბეტ II-მ მერი კვანტს განსაკუთრებული დამსახურებისთვის ბრიტანეთის იმპერიის ორდენი გადასცა.