„ვამაყობ, რომ ქართველი ვარ“ - ანასტასია ბენდუქიძე - Marao

„ვამაყობ, რომ ქართველი ვარ“ - ანასტასია ბენდუქიძე

2023-04-20 10:57:11+04:00

ეკონომიკის ექსმინისტრის, კახა ბენდუქიძის შვილი ანასტასია ბენდუქიძე საზოგადოებამ მამის გარდაცვალების შემდეგ გაიცნო. იმთავითვე გაჩნდა ეჭვები, რომ იგი მდიდარი კაცის შვილობას ფინანსური ინტერესების გამო იბრალებდა და სინამდვილეში კახა ბენდუქიძესთან ნათესაური კავშირი არ ჰქონდა. ანასტასია სანამ მამის გვარზე ოფიციალურად გადავიდოდა, და ეს კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ მოხდა, გონჩაროვას გვარს ატარებდა.

სკანდალური სასამართლო პროცესების შედეგად, რომლებზეც უცხოური მედიაც აქტიურად წერდა, ლონდონის სასამართლოში ანასტასიამ დაამტკიცა, რომ ის მართლაც კახა ბენდუქიძის შვილი იყო და ამის შემდეგ მიიღო კიდეც მემკვიდრეობა.

ახლა, როგორც თავად ამბობს, არის მამის მიერ დაარსებული "თავისუფალი უნივერსიტეტის" თანადამფუძნებელი და "ცოდნის ფონდის" დირექტორი.

ამჯერად ანასტასია „სამზარეულოს ომებში“ ამბობს, რომ ამაყობს ქართველობით:

„ვამაყობ, რომ ქართველი ვარ, რადგან ძალიან პატარა ქვეყანა ვართ… მართლა არ ველოდებოდი ამ ჯადოსნურ საჭმელს ჩვენი ქვეყნის პატარა კუთხიდან…“