"დედა გავხდი... ჩემს შვილთან დროის გატარება დიდი ბედნიერებაა; მინდა, ეს ლამაზი გრძნობები ჩემს მუსიკაშიც გავაზიარო" - ნათია თოდუა მშობიარობის შემდეგ კარიერას უბრუნდება - Marao

"დედა გავხდი... ჩემს შვილთან დროის გატარება დიდი ბედნიერებაა; მინდა, ეს ლამაზი გრძნობები ჩემს მუსიკაშიც გავაზიარო" - ნათია თოდუა მშობიარობის შემდეგ კარიერას უბრუნდება

2023-04-21 10:36:03+04:00

მომღერალი ნათია თოდუა გასული წლის შემოდგომაზე დაოჯახდა. მისი რჩეული დავით ზურაბაშვილია. წყვილმა ჯვარი ბოდბეში დაიწერა, წვეულება კი "შატო ბუერაში" გამართა. საღამოს არაერთი ცნობილი სახე, მათ შორის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.

ცოტა ხნის წინ კი მომღერალს პირველი შვილი, ჰუგო შეეძინა. ბავშვი ბერლინში დაიბადა. "კეთილი იყოს შენი მობრძანება, ჰუგო" - დაწერა სოციალურ ქსელში ნათიას მეუღლემ.

ამჯერად ნათია "ინსტაგრამზე" ახალ პოსტს აქვეყნებს და გამომწერებს ატყობინებს, რომ მშობიარობის შემდეგ კარიერას უბრუნდება:

„როგორც უკვე იცით, დედა გავხდი. ჩემს შვილთან დროის გატარება დიდი ბედნიერებაა და მინდა, ეს ლამაზი გრძნობები ჩემს მუსიკაშიც გავაზიარო. ბედნიერი ვარ გაცნობოთ, რომ ამ წლის პირველი კონცერტი 5 მაისს ჩატარდება Wunder-Bar-Konzerte-ში, სადაც ახალ სიმღერებს დავუკრავთ“ - წერს ნათია თოდუა.