სულ ცოტა ხნის წინ მოდის ბლოგერი დალი ჩიტალაძე 60 წლის გახდა. როგორც თავად აღნიშნავდა, ასაკი მხოლოდ ციფრებია და მთავარია, რას გრძნობ შინაგანად. ამის შესახებ მან "დღის პოსტში" სტუმრობისას ისაუბრა:
„მე მიყვარს ჩემი დაბადების დღე, ვგიჟდები. ამდენი წლის გამოცდილებით ერთ რაღაცას გეტყვით: იყავით ჰარმონიაში თქვენს სხეულთან, გარე სამყაროსთან და ყველაფერი იქნება გადასარევად. როცა ჰარმონიის წერტილს იპოვით, ყველაფერი მარტივია. მთავარია მიიღო ის, რაც მოგეცემა სამყაროსგან და ადეკვატურად შექმნა შენი გარემო და თავი. ამას სადღაც 40 წლის მერე მივხვდი. არ მქონია არანაირი კრიზისი…“ - აღნიშნა დალი ჩიტალაძემ.