თუ დაინახე სვეტები...
თუ ამ სურათზე ხედავთ სვეტებს, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი აზრები ან წარმოდგენები სამყაროს შესახებ ხელს გიშლით მიაღწიოთ ყველაფერს, რაც გსურთ ცხოვრებაში. ამჟამად კომფორტის ზონაში იმყოფებით და მალე მოგიწევთ მისგან გამოსვლა. სვეტები იმაზეც მიუთითებს, რომ რეალურად მეოცნებე ადამიანი ხართ.

სვეტებს შორის მამაკაცის სილუეტი…
თუ თქვენ დაინახეთ მამაკაცის სილუეტები სვეტების წინ, ეს აჩვენებს, რომ შებოჭილი და ძირითადად სხვების აზრებზე ორიენტირებული ადამიანი ხართ. მიდრეკილნი ხართ გულთან მიიტანოთ ყველა ის სიტყვა, რასაც გარშემომყოფები თქვენზე ამბობენ.