ასტროლოგები ტერმინით "დაბნელების დერეფანი" აღნიშნავენ პერიოდს მთვარისა და მზის დაბნელებას შორის, ან პირიქით.
„დაბნელების კორიდორი“ ადამიანის ცხოვრებაში ააქტიურებს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან, მათ შორის, პირად, გლობალურ თუ პოლიტიკურ მოვლენებს. მიღებული აზრია, რომ ეს ადამიანების სერიოზული ტრანსფორმაციის დროა. განსაკუთრებით გამოკვეთილი ექნებათ ზოდიაქოს შემდეგ ნიშნებს: ვერძს, სასწორს, თხის რქასა და კირჩხიბს. მათ ცხოვრებაში უახლოესი ორი წლის მანძილზე ფუნდამენტური ცვლილებები იქნება მოსალოდნელი.
ამ პერიოდში საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები სწრაფად წაიწევენ წინ, აისრულებენ ოცნებებს, აისრულებენ სურვილებს.
სამაგიეროდ, ისინი, ვინც საკუთარ შესაძლებლობების თაობაზე მუდმივ ეჭვებშია, მიიღებენ მინიშნებებს, თუ რა მიმართულებით უნდა წარმართონ ცხოვრებისეული ენერგია.
როცა დაბნელების პერიოდში რაღაც კონკრეტულ სურვილზე ვკონცენტრირდებით, უნდა გვახსოვდეს., რომ ამ სურვილის განხორციელების ძალიან რეალური შანსები არსებობს. ამ დროს თქვენს ცხოვრებაში წლების მანძილზე მიმდინარე მოვლენები კულმინაციას მიაღწევს. ეს შეძლება ეხებოდეს პირად ურთიერთობებს, კარიერულ საკითხებს და სხვა. გაითვალისწინეთ, რომ დაბნელების პერიოდში კონფლიქტი ძალიან საშიშია. ეს არ იქნება ერთდღიანი პროცესი, არამედ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და საკმაოდ დესტრუქციული იყოს.
იხილეთ ვიდეო