როგორც კი ბელა ჰადიდი პირველად გამოჩნდა პოდიუმზე, მაშინვე დაიწყეს მისი შედარება წარმატებულ ნათესავებთან: გოგონას დედა მისი დროის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მოდელად ითვლებოდა, ხოლო მისი უფროსი და უკვე ცნობილი დიზაინერების მთავარი მუზა იყო. გარეგნული მსგავსების გამო კარლა ბრუნისაც კი ადარებდნენ და მალე პლანეტის ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულიც მიიღო.

ბევრს მიაჩნია, რომ ბელამ ეს ტიტული პლასტიკური ქირურგების ძალისხმევის წყალობით დაიმსახურა. ამბობენ, რომ 26 წლის ასაკში მას უკვე ათზე მეტი პლასტიკური ოპერაცია ჩაუტარდა.
ბევრი წერს, რომ ბელას სახე სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში ძალიან შეიცვალა. მოდელი კი ირწმუნება, რომ მის სახეზე ყველა ცვლილება ასაკის მატებასთანაა დაკავშირებული.
„ხალხი ფიქრობს, რომ სახე მთლიანად შევიცვალე. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ჩემს დღევანდელ ფოტოებს თინეიჯერობის ასაკში გადაღებულ ფოტოებს ადარებენ. დარწმუნებული ვარ, ახლა ისე არ გამოიყურებით, როგორც 13 წლის ასაკში. ფილერი არ გამომიყენებია. არანაირი პრობლემა არ მაქვს, უბრალოდ ჩემთვის არ არის.“

ამბობს, რომ პლასტიკურ ქირურგს მხოლოდ ერთხელ მიმართა, როცა 14 წლის ასაკში, მშობლების ნებართვით, რინოპლასტიკა გაიკეთა.
პლასტიკური ქირურგების აზრით, ასეთ ახალგაზრდა ასაკში ცხვირის ფორმის შეცვლამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მოზარდის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე.
ექიმის თქმით, 14 წლის ბავშვს ჯერ არ აქვს დასრულებული სახის თავის ქალის ძვლების ჩამოყალიბების ეტაპი. ამიტომ, ნებისმიერმა ქირურგიულმა ჩარევამ შეიძლება არაპროგნოზირებადი შედეგი გამოიწვიოს. რინოპლასტიკას შეუძლია ცხვირის ფორმის დეფორმაციის პროვოცირება.

„ჰორმონების მძვინვარების ფონზე შეიძლება შევეჩეხოთ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის უფრო რთულ პროცესს. მოგეხსენებათ, ცხვირი ოპერაციის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ყალიბდება. ადამიანისთვის, და მით უმეტეს, მოზარდისთვის, ახალ ცხვირთან შეგუება რთულია. ამ ფონზე შეიძლება წარმოიშვას სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემა“ - განმარტა ექიმმა.
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში რინოპლასტიკის გაკეთება 14 წლის ასაკში აკრძალულია. აშშ-ში ეს 13 წლიდან შეიძლება გაკეთდეს - საჭიროა მხოლოდ მშობლის ნებართვა და საჭირო თანხა.