„გამოუსწორებელი შეცდომა იყო“ - ვარსკვლავები, რომელთა ცხოვრებაც პლასტიკურმა ოპერაციებმა დაამახინჯა - Marao

„გამოუსწორებელი შეცდომა იყო“ - ვარსკვლავები, რომელთა ცხოვრებაც პლასტიკურმა ოპერაციებმა დაამახინჯა

2023-04-25 13:09:04+04:00

ბელა ჰადიდი

ჭორები ქირურგიული ჩარევების შესახებ ბელას სამოდელო კარიერის დასაწყისიდან აწუხებდა. ცოტა ხნის წინ ბელამ გადაწყვიტა, ბოლო მოეღო ყველა ჭორისთვის და ერთ-ერთ ინტერვიუში პლასტიკურ ქირურგიაზე ისაუბრა. გაირკვა,, რომ ჰადიდს ცხვირის ფორმის შესაცვლელად ოპერაცია 14 წლის ასაკში გაუკეთდა. ინტერვიუში ბელამ აღიარა, რომ ახლა ნანობს ადრეულ რინოპლასტიკას. მოდელის თქმით, უკეთესი იქნებოდა, თავისი ეთნიკური ცხვირი შეენარჩუნებინა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რინოპლასტიკის გარდა, ბელამ კიდევ რამდენიმე პროცედურა მაინც გაიკეთა, მოდელმა მკაცრად უარყო. 

კიმ კარდაშიანი

საიდუმლო არ არის, რომ კიმ კარდაშიანის სახე და სხეული ბოლო ათი წლის განმავლობაში ძალიან შეიცვალა. თავად რეალითი-შოუს ვარსკვლავს არაერთხელ უთქვამს, რომ ნამდვილად გახდა კოსმეტოლოგებისა და ქირურგების ხშირი სტუმარი. რამდენიმე წლის წინ კიმმა აღიარა, რომ ნანობდა შუბლიდან "ბავშვის თმის ხაზის" მოცილებას. "აი, ასე დავკარგე „სომხური იერი" - აღნიშნა კიმმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ვიქტორია ბექჰემი

„დროში დაბრუნება რომ შემეძლოს, ჩემს ახალგაზრდა თავს დავარწმუნებდი, რომ მკერდის გადიდების ოპერაცია არ გაეკეთებინა“ -  ვიქტორიას „პატარა მკერდის“ კომპლექსი ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში განუვითარდა. ამიტომ ოპერაცია ორჯერ: 1999 და 2001 წლებში გაიკეთა.  

გვინეტ პელტროუ

ყველაფრის ბუნებრივი და ორგანულის სიყვარულით ცნობილი გვინეტ პელტროუც ცდუნებას დაემორჩილა და კოსმეტოლოგს მიმართა. ვარსკვლავს ოპერაციები არ გაუკეთებია, მაგრამ ერთ დროს ბოტოქსის იმდენი დოზა გაიკეთა, რომ მისი ცნობა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. "ბოტოქსს აღარასდროს გავიკეთებ, რადგან გიჟს ვგავდი. სახეზე არცერთი ემოცია აღარ მეტყობოდა"., - უთხრა გვინეტმა ჟურნალისტებს.

კორტნი კოქსი

პოპულარული ამერიკელი მსახიობი კორტნი კოქსიც ვერ შეეგუა დაბერებას. ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღიარა, რომ ახალგაზრდობის შენარჩუნების მცდელობისას არაერთხელ შეცდა. პლასტიკურ ქირურგიას მიმართა და ბუნებრივი სილამაზე დაკარგა. ქირურგიულმა მანიპულაციებმა მსახიობის სახე ხელოვნური და ამოუცნობი გახადა. ბევრმა რეჟისორმა ამის გამო უარი თქვა მსახიობთან თანამშრომლობაზე. ცნობილია, რომ კოქსმა ერთ დროს 4 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რამაც პერსპექტიული მსახიობის კარიერა გაანადგურა.

„ახლა, ხანდახან ვუყურებ ჩემს ფოტოს და ვფიქრობ, რომ საშინლად გამოვიყურები. ზოგიერთი გადაწყვეტილება, რომლებიც მივიღე, არასწორი იყო, მაგრამ ამას ძალიან გვიან მივხვდი. საბედნიეროდ, მათი ეფექტი უკვე ნაკლებად შესამჩნევია. სიბერის მიღება ადვილი არ არის, მაგრამ მე მივიღე კარგი ცხოვრებისეული გაკვეთილი.“