უმა თურმანს სიბერის არ ეშინია - ლეგენდარული მსახიობი წითელ ხალიჩაზე მაკიაჟის გარეშე გამოჩნდა - Marao

უმა თურმანს სიბერის არ ეშინია - ლეგენდარული მსახიობი წითელ ხალიჩაზე მაკიაჟის გარეშე გამოჩნდა

2023-04-25 14:10:52+04:00

მსახიობს მალე 53 წელი შეუსრულდება. პერიოდულად ხედავენ ახალი ფილმების გადასაღებ მოედანზე, თუმცა კინოს ცხოვრების მთავარ პრიორიტეტად აღარ მიიჩნევს. 

გასული წლის ბოლოს უმა თურმანი ქალიშვილ ლუნასთან ერთად რამდენიმე გახმაურებულ პრემიერას ესტუმრა, ცოტა ხნის წინ კი წითელ ხალიჩაზე კვლავ გამოჩნდა. იგი ბროდვეის შოუს, Prima Facie-ს პრემიერას დაესწრო. 

„სიბერის შეგრძნება ახალგაზრდობის მენტალიტეტია. თქვენ გადალახავთ გარკვეულ ასაკობრივ პუნქტს და ყველაფერი კვლავ ლამაზად მოგეჩვენებათ. ჩემთვის ეს არის ოპტიმალური თვალსაზრისი, რომ დავინახო რაღაც ახალი, ვიყო ღია და გულწრფელი, მაგრამ ამავდროულად, მივუდგე მას გამოცდილებისა და იუმორის გრძნობით. იუმორის გრძნობაზე უკეთესი არაფერია”, - აღიარებს ვარსკვლავი.