მოაშორეთ ეს ნივთები თქვენს გარდერობს! - 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის ანტიტენდენციები - Marao

მოაშორეთ ეს ნივთები თქვენს გარდერობს! - 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის ანტიტენდენციები

2023-04-26 12:55:43+04:00

საიდუმლო არ არის, რომ ნებისმიერი ტენდენცია ადრე თუ გვიან პოპულარობას კარგავს.  ის, რაც დღეს მოგვწონს, ხვალ შეიძლება ადვილად მოხვდეს ანტიტენდენციების სიაში. 

მწვანე და ვარდისფერი მაისურები

ვარდისფერი და მწვანე ფერის ნათელი ჩრდილები, ალბათ, 2023 წლის ზაფხულის მთავარი ანტიტენდენციაა. მისი პოპულარიზაცია ბოტეგა ვენეტასა და ვალენტინოს მოდის კოლექციებს უკავშირდება, თუმცა ახალ სეზონზე მათი პოპულარობა საკაოდ ნაკლებია.

პანამა    

საზაფხულო პანამა ზედიზედ რამდენიმე სეზონია ტრენდული ქუდია, რომელსაც ინფლუენსერები ცივ სეზონზეც კი უპრობლემოდ იყენებენ. ადრე აქსესუარი არცთუ ისე ელეგანტურად ითვლებოდა.

ნეონი

Balenciaga-ს წყალობით, ნეონი მოდაში 2022 წლის შემოდგომაზე დაბრუნდა.  თუმცა ყველაზე ექსტრავაგანტური მოდის მოყვარულებიც კი დაიღალნენ ნეონის კაშკაშა ჩრდილებით.  ამის ნაცვლად, ყურადღება მიაქციეთ შედარებით ღია და სადა პალიტრას.