ალბათ, „პრინცის“ გაგონებისას უმეტესობას უილიამი და ჰარი ახსენდება. ყველამ იცის, რომ ინგლისის გარდა, მსოფლიოს კიდევ ბევრ ქვეყანას ჰყავს მონარქი. წარმოგიდგენთ სამეფო ოჯახის წევრებს, რომელთა შესახებ შეიძლება აქამდე არაფერი გსმენიათ.
პადმანაბჰ სინგჰი, ჯაიპურის მაჰარაჯა (24 წლის)
ინდოეთში სამეფო ტიტული გაუქმებულია. ამიტომ სინგი მხოლოდ მაჰარაჯას ტიტულს ფლობს. ახალგაზრდამ განათლება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მიიღო, დღეს კი საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა, თამაშობს პოლოს და მოდის ჩვენებებშიც იღებს მონაწილეობას.
დანიის პრინცი ნიკოლასი (23 წლის)
ნიკოლასი დანიის დედოფლის, მარგრეტ II-ის უფროსი შვილიშვილია. დედოფლის გადაწყვეტილებით, მის ყველა შვილიშვილს 2023 წლის დასაწყისიდან ჩამოერთვა პრინცის ან პრინცესას ტიტული. ამიტომ ახლა ნიკოლასი "მხოლოდ" გრაფია. ნიკოლასს წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს და 2018 წლიდან არაერთ ჩვენებაში მიუღია მონაწილეობა.
ბრუნეის პრინცი აბდულ მატინი (31 წლის)
პრინცი მატინი ფლობს მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო კვლევებსა და დიპლომატიაში. ის პოლოს წარმატებული მოთამაშე და სამეფო საზღვაო ქვეითების მთავარია.