ტვინის ფუნქციის ცვლილება
ასაკის მატებასთან ერთად ტვინიც ბერდება. ამას, უმეტესად, 50 წლის შემდეგ ამჩნევენ. მაგრამ თუ თქვენ კრეატიულ და ჯანსაღ ცხოვრების წესს ეწევით, მაშინ უფრო სავარაუდოა, რომ სიბერეში „ნათელი“ გონება გქონდეთ.მეცნიერები ამბობენ, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტას შეუძლია შეაჩეროს ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები ტვინის ფუნქციონირებაში. მოგეხსენებათ, ეს დიეტა მდიდარია ხილით, ბოსტნეულით და ჯანსაღი ცხიმებით. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვებას.
სმენის დაქვეითება
50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების დაახლოებით 40%-ს სმენის სხვადასხვა პრობლემა აქვს. ჯანმრთელობის ეს პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს გენეტიკით, მაღალი არტერიული წნევით ან მეტაბოლური სინდრომის განვითარებით.
მტვრევადი ძვლები
თუ თქვენი დიეტა კალციუმისა და D ვიტამინის დეფიციტს განიცდის, ძვლებმა შეიძლება დაკარგონ სიმტკიცე 50 წლამდეც. ექსპერტები ამბობენ, რომ ქალებს, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესს არ მისდევენ, 35 წლის ასაკში შეიძლება ჰქონდეთ პრობლემები ძვლის მინერალური სიმკვრივის გამო.
კანის ტონუსის დაკარგვა
ასაკთან ერთად კანი იწყებს მნიშვნელოვანი ცილის - კოლაგენის დაკარგვას. შედეგად ჩნდება ნაოჭები, იკარგება კანის ტონუსი. რაც უფრო სწრაფად მიმდინარეობს ეს პროცესი, მით უფრო ასაკოვანად გამოიყურებით.C ვიტამინით მდიდარი დიეტა და კოლაგენით მდიდარი საკვები ხელს შეუწყობს კანის ტონის გაუმჯობესებას.