დებატები იმაზე, თუ რომელია უარესი, მოწევა თუ კვამლი, ჯერ კიდევ გრძელდება. ზოგი თვლის, რომ ელექტროსიგარეტი დაგეხმარებათ, საბოლოოდ უარი თქვათ ცუდ ჩვევებზე, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ მოწყობილობები უფრო სერიოზულ დამოკიდებულებას გამოიწვევს. დერმატოლოგების აზრით, ამ დროს თქვენ სუნთქავთ ნიკოტინს, ფორმალდეჰიდს, პროპილენ გლიკოლს, ტოლუენს, აცეტალდეჰიდს, კადმიუმს, ნიკელს და ტყვიას, რომლებიც "სახლდებიან" კანში და გავლენას ახდენენ მის ფუნქციასა და მდგომარეობაზე.
კანი ბერდება
ნიკოტინი იწვევს წვრილი სისხლძარღვების შევიწროებას, რაც ზღუდავს ჟანგბადის და საკვები ნივთიერებების მიწოდებას კანის უჯრედებისთვის. ეს იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას და დანაოჭებას.
კანი ხდება მშრალი და მიმდინარეობს ანთებითი პროცესი
კვამლმა შეიძლება გააძლიეროს კანის სიმშრალე და გაზარდოს ანთება. ეს გამოწვეულია ქიმიკატებისა და ნიკოტინის გამო, რომლებიც მასთან შედის კონტაქტში.
შეიძლება გაჩნდეს გამონაყარი
პროპილენგლიკოლს შეუძლია კანის გაღიზიანება გამოიწვიოს, ნიკოტინმა კი ცხიმის გამომუშავება გაზარდოს. ეს ერთად ზრდის ფორების ჩაკეტვის, ანთების და აკნეს გაჩენის ალბათობას.
ელექტროსიგარეტი საკმაოდ მავნებელია
ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, ელექტროსიგარეტი იწვევს იმავე ფიზიოლოგიურ ცვლილებებს, როგორსაც ჩვეულებრივი. მისი თქმით, ეს გამოწვეულია არა მხოლოდ ნიკოტინით, არამედ გლიცერინით და არომატიზატორებით, რომლებიც ელექტროსიგარეტის შემადგენელი ნაწილია.
კვამლის შედეგად მიყენებული ზიანი შექცევადია?
თუ მოწევას შეწყვეტთ, კანის მდგომარეობა გაუმჯობესდება. ამ დროს სისხლის მიმოქცევა, უჯრედებისთვის ჟანგბადის მიწოდება და უჯრედების აღდგენა ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ თუ დიდი ხანია ეწევით, საუკეთესო მოვლის საშუალებებიც კი ვერ შეძლებს ზიანის გამოსწორებას.