„თავიდანვე თქვა, მე მინდა თქვენთან ერთად ცხოვრებაო, გიორგიც ასეთი განწყობით იყო... ცალკე ცხოვრება ჩემთვის ძალიან მტკივნეული იქნებოდა“ - გიორგი გასვიანის დედა და მეუღლე თანაცხოვრებასა და ურთიერთობაზე - Marao

„თავიდანვე თქვა, მე მინდა თქვენთან ერთად ცხოვრებაო, გიორგიც ასეთი განწყობით იყო... ცალკე ცხოვრება ჩემთვის ძალიან მტკივნეული იქნებოდა“ - გიორგი გასვიანის დედა და მეუღლე თანაცხოვრებასა და ურთიერთობაზე

2023-04-27 11:36:47+04:00

ტელეწამყვან გიორგი გასვიანის მეუღლე მარიტა მელიქიშვილი და დედა, რუსუდან კაჭარავა, გადაცემა „დღის პოსტს“ სტუმრობდნენ, სადაც თანაცხოვრებისა და ერთმანეთთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს: 

მარიტა მელიქიშვილი: კერძებს ვაკეთებთ ერთად, გალას ვუვლით ერთად, მთელი დღის განმავლობაში ვართ ერთად. გიორგი დაკავებულია. მარტო რომ ვცხოვრობდეთ, გამოდის, რომ მთელი დღე უნდა ვიყო მარტო და პირიქით, ძალიან კარგია, ერთად რომ ვცხოვრობთ, იმიტომ, რომ ერთმანეთს ვახალისებთ, ვართობთ და დროც მალე გადის.

რუსუდან კაჭარავა: თავიდანვე ასე თქვა, მე მინდა თქვენთან ერთად ცხოვრებაო, თავიდანვე ასეთი განწყობით იყო. გიორგის მეგობრებს უფრო უკვირდათ, ალბათ ცალკე იცხოვრებო, ეუბნებოდნენ. მაგრამ გიორგისაც არ უნდოდა ცალკე ცხოვრება, გიორგიც ასეთი განწყობით იყო. ამათ გარეშე ცალკე, სხვაგან ცხოვრება გამიჭირდებოდა ძალიან… ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეული იქნებოდა.