„ჩემთვის სიურპრიზი იყო, როცა გავიგე, რომ ოთოს ერთ-ერთ ტატუზე მე ვარ... რამდენი რამ გვაქვს ერთად გავლილი, მაშინ ძალიან პატარები ვიყავით“ - ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარი ერთმანეთის შესახებ - Marao
ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის სატელევიზიო წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ისინი უკვე არაერთი წელია, რაც პროფესიონალი მოცეკვავეების ამპლუაში მონაწილეობას იღებენ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ და საკუთარი ცეკვის სტუდია „oTo&Juliana Project” აქვთ.
ამჯერად ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარი „რედაქციას“ სტუმრობდნენ, სადაც ერთმანეთს საკუთარი თავის შესახებ კითხვები დაუსვეს და აღმოჩნდა, რომ პარტნიორებმა ერთმანეთზე ბევრი რამ იციან. ოთოს კითხვას, იცის თუ არა, რამდენი ტატუ აქვს სხეულზე, ჯულიანამ სწორი პასუხი გასცა და აღნიშნა ისიც, რომ ერთ-ერთ ნახატზე თავადაცაა გამოსახული: „ჩემთვის სიურპრიზი იყო, როცა გავიგე, რომ ერთ-ერთ ტატუში მე ვარ“ - აღნიშნა მან. ოთომ კი განმარტა, რომ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მოგების შემდეგ გადაწყვიტა, რომ სწორედ ჯულიანასთან ერთად შესრულებული ცეკვის ფოტო დაეხატა.
წყვილმა საკუთარი კარიერული გზაც გაიხსენა და თქვა, რომ ერთად არაერთი ჯილდოს მფლობელები გახდნენ. 12-წლიანი კარიერის მანძილზე ზუსტი რაოდენობის გახსენება უჭირთ, თუმცა პირველი საერთო გამარჯვება კარგად ახსოვთ. „რა მაგარია, რომ ამდენი დრო გავიდა... რამდენი რამ გვაქვს ერთად გავლილი, ძალიან პატარები ვიყავით“ - იხსენებს ოთო ფოლადაშვილი.