ან 3 ნიშანს განსაკუთრებული თვე ელოდება - მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - Marao

ან 3 ნიშანს განსაკუთრებული თვე ელოდება - მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2023-04-28 16:51:32+04:00

ვერძი

ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის მაისი კარიერის მხრივ ზომიერ შედეგს გამოიღებს; შეიძლება იყოს გარკვეული სამუშაო ზეწოლა და გამოწვევები. ხარჯები იქნება ძალიან მაღალი და მოგება საშუალო. უმჯობესია ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას. კუჭთან დაკავშირებულმა ზოგიერთმა პრობლემამ შეიძლება შეგაწუხოთ. იგრძნობთ შფოთვასა და დაღლილობას.

კურო

ამ თვეში დიდი შრომა დაგჭირდებათ. ზოგიერთმა შეფერხებამ და დაბრკოლებამ შეიძლება შეანელოს თქვენი კარიერული წინსვლა. მოსალოდნელზე დაბალი იქნება ბიზნესის შემოსავალი. ბიზნესი შეიძლება იყოს ნელი, ხოლო მოგება დაბალი. 

შეიძლება განიცადოთ არასაჭირო შფოთვა და უძილობა. მოსალოდნელია გარკვეული გაუთვალისწინებელი ხარჯები თქვენი ჯანმრთელობისთვის.

ტყუპები

ახალ სამუშაო შეთავაზებებს მიიღებთ. შეიძლება საზღვარგარეთ მოგზაურობის შესაძლებლობაც წარმოიშვას.  მაგრამ არასასურველი ხარჯები თქვენს ფინანსებზე უარყოფითად იმოქმედებს. 

უმნიშვნელო ჯანმრთელობის პრობლემა შეგექმნებათ. დასამშვიდებლად დაკავდით იოგითა და მედიტაციით. წყვილებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება იგეგმება. მარტოხელები კი სავარაუდოდ პარტნიორებს იპოვიან. 

კირჩხიბი

ამ თვეში ბევრ იმედგაცრუებას წააწყდებით. შედეგი, რომელსაც თქვენ იმედოვნებდით და ელოდით, შეიძლება არ მოვიდეს. მიუხედავად შრომისმოყვარეობისა, ძალიან ბევრ დაბრკოლებას შეხვდებით. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ გაანაწყენოთ თქვენი უფროსები. 

დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება თქვენი შეშფოთების მიზეზი გახდეს. ოჯახის წევრებთან გექნებათ გარკვეული დისჰარმონია. 

ლომი 

ეს თვე თქვენი კარიერისა და ფინანსებისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდება. ზედმეტად ნუ დაეყრდნობით კოლეგებს, ეცადეთ დამოუკიდებლად იმუშაოთ. ჯანსაღი კვება და ვარჯიში კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. 

პარტნიორებთან კარგი ურთიერთობა გელით. კარგი დროა ქორწილისთვისაც. 

ქალწული

2023 წლის მაისში გაუმართლებთ ქალწულებსაც. თქვენი შრომისმოყვარეობა კარგ შედეგს გამოიღებს. სამსახურში დაწინაურება გელოდებათ. 

რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, შეეცადეთ თავიდან აიცილოთ კამათი და პატივი სცეთ ერთმანეთს. შეინარჩუნეთ კარგი კომუნიკაცია და არ მისცეთ უფლება თქვენს ეგოს გააფუჭოს ჰარმონიული ურთიერთობა. 

სასწორი

კარიერული შეფერხებები თქვენს განწყობაზე უარყოფითად აისახება. საქმიანი ადამიანები კარგად იმუშავებენ და მიიღებენ კარგ მოგებას. ფინანსები სავარაუდოდ გაუმჯობესდება და შესაძლოა, რაიმე ხელსაყრელი ინვესტიციების გაკეთებაც შეძლოთ.

მორიელი

მოერიდეთ სამუშაოს შეცვლას. უნდა გამოიჩინოთ მოთმინება, იყოთ უფრო ერთგული და მოწესრიგებული სამსახურში. 

თვის დასაწყისში შესაძლოა თავის ტკივილმა და უძილობამ შეგაწუხოთ.

შესაძლოა, ოჯახური ურთიერთობები დაიძაბოს. თუ მაისში დაქორწინებას გეგმავთ, სჯობს გადადოთ. 

მშვილდოსანი

მაისი მშვილდოსნისთვის ძალიან პერსპექტიული იქნება. მოსალოდნელია ფინანსების გაზრდა. კარიერასთან დაკავშირებული სურვილები ახდება. თუ ბიზნესისთვის საზღვარგარეთ წახვალ, ეს ძალიან მომგებიანი იქნება. სიმდიდრე გაიზრდება და შესაძლოა კარგი ინვესტიციების განხორციელებაც შეძლოთ.

ამ თვეში ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგექმნებათ. ენერგიითა და ხალისით სავსე იქნებით. 

თხის რქა

ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს 2023 წლის მაისი არაერთგვაროვან შედეგებს მოუტანს. კარგი შემოსავალი გექნებათ, თუმცა ხარჯებიც გაიზრდება.  

შესაძლოა, ოჯახში უხუცესებს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ.

პირად ურთიერთობაში გელით დისჰარმონია და გაუგებრობა. შეეცადეთ შეინარჩუნოთ ნათელი კომუნიკაცია და თავი შეიკავოთ კამათისგან. 

მერწყული

თვის დასაწყისში მერწყულებს კარგი კარიერული შესაძლებლობები გაუჩნდებათ და სამუშაოსთან დაკავშირებული უპირატესობებით ისარგებლებენ. 15 მაისის შემდეგ ყველაფერი გართულდება. არ მოაწეროთ ხელი სამუშაოსა და ბიზნესთან დაკავშირებულ აქტებს. ფინანსური წარმატება გელით, მაგრამ ხარჯების კონტროლი მოგიწევთ.

დაქორწინებულთათვის სასურველია თავი შეიკავონ კამათისგან და თავიდან აიცილონ ყოველგვარი დაპირისპირება. 

თევზები

თვის დასაწყისი შესაძლოა სტრესული აღმოჩნდეს. არ დაკარგოთ სიმშვიდე, გამოიჩინეთ მოთმინება და გულმოდგინედ იმუშავეთ თქვენი მიზნის მისაღწევად. 

შესაძლოა სახსრების ტკივილმა შეგაწუხოთ. ეცადეთ თავი დააღწიოთ სტრესს და შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა.