ანუკი არეშიძემ საკუთარი ბრენდი Anouki 2013 წელს თბილისში შექმნა, თუმცა მას უკვე ევროპაშიც კარგად იცნობენ. დიზაინერი ქალის ხაზის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელთან ერთად, აქსესუარებსაც ქმნის. სულ ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ საბავშვო ხაზის წარმოება დაიწყო, რომელსაც უმცროსი შვილის, ნიკოლასის სახელი დაარქვა.
როგორც ცნობილია, ანუკი არეშიძე ფოტოგრაფიითაა გატაცებული. ის ბევრს მოგზაურობს და მინიმალისტურ, ესთეტიკურ კადრებს გამომწერებსაც ხშირად უზიარებს.
ანუკი მოწონებას არა მხოლოდ სტილის, არამედ ესთეტიკური და დახვეწილი ფოტოების გამოც ხშირად იმსახურებს. იგი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს და „ინსტაგრამზე“ 950 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს, რომლებიც მის მიმართ დადებით შეფასებებს არასდროს იშურებენ.
ამჯერად ანუკი ინსტაგრამზე გამოწერების შეკითხვებს პასუხობს:
ცოტა ხნის წინ დიზაინერმა ამ საკითხზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, თუ როგორ შეძლო კანის პრობლემების მოგვარება:
"ბევრი წერილი მივიღე, როგორ ვუმკურნალე კანეს, რომელიც სამი წლის წინ არასწორად ჩატარებული წმენდის შედეგად უეცრად დამემართა, ამავდროულად, დაერთო ჰორმონალური ფონიც. 6 თვის განმავლობაში უამრავი ხერხი ვცადე, რომლებიც მრავალმხრივ არის გაზიარებული სოციალურ ქსელში, თუმცა შედეგი არ მქონდა. ყოველდღიურად უარესდებოდა და ელემენტები მკაფიოდ მრავლდებოდა. უკვე ფარხმალდაყრილი, სრულიად შემთხვევით, ბავშვთან ჩანიშნული ვიზიტით, აღმოვჩნდი კლინიკა "მარჯანში" ატენზე, სადაც დერმატოლოგმა ჩემი მდგომარეობა სწორად შეაფასა. დავიწყე კომპლექსური მკურნალობა და ორ კვირაში დავინახე, რომ აკნე აღარ მრავლდებოდა, დარჩენილი ელემენტების ალაგებაც დაიწყო. სწორი მკურნალობით აუცილებლად დაიბრუნებთ კანის პირვანდელ სახეს, არ დანებდეთ, აკნე განაჩენი არ არის" - წერდა ანუკი არეშიძე.