ნოე სულაბერიძეს საზოგადოება ტელეეკრანებიდან კარგად იცნობს. მას საავტორო გადაცემა აქვს და არაერთი წარმატებული პროექტის პროდიუსერია. ნოე სულაბერიძე დაქორწინებულია მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილზე, რომელთანაც ერთი შვილი, ანნა ჰყავს. პირველ ქორწინებაში კი ტელეწამყვანს ორი შვილი, ალექსანდრე და ლიზა შეეძინა.
ამჯერად ნოე სერიალ Emanet-ის ვარსკვლავებთან, ნანა სტამბოლიშვილთან და ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
სერიალი უკვე ორი წელია, რაც ერთ-ერთი ქართული არხის ეთერში გადის. მას უამრავი ადამიანი უყურებს და სეჰერისა და იამანის სიყვარულს გულშემატკივრობენ. მთავარ როლებს სერიალში ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი და სილა თურქოღლუ ასრულებდნენ, თუმცა სილას მოულოდნელი წასვლის შემდეგ მისი როლი სწორედ ნანამ დაიკავა.
სერიალმა Emanet ახალბედა მსახიობი ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი თურქული კინოინდუსტრიის ახალ ვარსკვლავად აქცია. მომხიბვლელი მსახიობი 36 წლისაა და აღნიშნული სერიალი სამსახიობო კარიერაში მისი პირველი ნაბიჯია.
