ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი ტელეეკრანებზე ხშირად ჩანს და ბავშვებსა თუ მოზრდილებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ სოციალურ ქსელში ბევრ სასარგებლო რჩევას აძლევს.
ქეთი საზოგადოებისთვის ცნობილი პოპულარული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეშვეობით გახდა და პროექტის მესამე სეზონში გამარჯვებაც მოიპოვა.
ის და დავით კაჭარავა ერთად ხშირად ჩნდებიან და დასვენების ან მოგზაურობის კადრებს გამომწერებს უზიარებენ. ამჯერად ქეთი "ინსტაგრამზე" თავისი შვილის, ანასტასიას ვიდეოს აქვეყნებს.