"მეშვიდე თაობის თბილისელი ვარ, მაგრამ გადავწყვიტე, სოფელ ართანაში საოჯახო მეურნეობა მომეწყო... შევიძინე ჯიშიანი თხები, გვაქვს ვენახი" - ერთ დროს ცნობილი დიზაინერის, თათა ვარდანაშვილის მეურნეობა თელავში - Marao

"მეშვიდე თაობის თბილისელი ვარ, მაგრამ გადავწყვიტე, სოფელ ართანაში საოჯახო მეურნეობა მომეწყო... შევიძინე ჯიშიანი თხები, გვაქვს ვენახი" - ერთ დროს ცნობილი დიზაინერის, თათა ვარდანაშვილის მეურნეობა თელავში

2023-04-28 11:10:25+04:00

ცნო­ბილ დი­ზა­ი­ნერს, თათა ვარ­და­ნაშ­ვილს, ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რიგი მი­ზე­ზე­ბის გამო შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბა­ში ტაიმ-აუტი აქვს აღე­ბუ­ლი. 

თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბულ­სა და გაზ­რდილ თა­თას მე­ურ­ნე­ო­ბის კუ­თხით არც ისე მცი­რე გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ჰყავს თხე­ბი, უვ­ლის ვე­ნახს, აყე­ნებს ღვი­ნოს და უზო­მოდ უყ­ვარს მა­მა­პა­პი­სე­უ­ლი სო­ფე­ლი არ­თა­ნა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი მისი პაპა-ბე­ბი­ის იქ და­წყე­ბუ­ლი საქ­მის გაგ­რძე­ლე­ბაა...

ამას­თან, აქვს კი­დევ სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მე­ბი, რა­ზეც ვრცლად მას­თან ამ ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

 - არა მარ­ტო მე ვარ თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი, დე­დის მხრი­დან მე­ცხრე და მა­მის მხრი­დან მეშ­ვი­დე თა­ო­ბის თბი­ლი­სე­ლი ვარ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სო­ფელ­თან მჭიდ­რო კავ­ში­რი ყო­ველ­თვის გვქონ­და. არც მა­მის მხა­რე და არც დე­დის, თა­ვის წარ­მო­მავ­ლო­ბას არ კარ­გავ­დნენ. მუდ­მი­ვად ინარ­ჩუ­ნებ­დნენ მა­მა­პა­პი­სე­ულ კარ-მი­და­მოს და სო­ფელ­თან კავ­შირს. ამი­ტომ ზა­ფხულ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლად ჯერ სა­გა­რე­ჯო­ში ჩავ­დი­ო­დით, სა­დაც დე­და­ჩე­მის დე­დას მა­მა­პა­პი­სე­უ­ლი კერა ჰქონ­და - უძ­ვე­ლე­სი რი­კუ­ლე­ბი­ა­ნი სახ­ლი. ბავ­შვო­ბა­ში იქ სა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბის ნა­ხე­ვარს ვა­ტა­რებ­დი.

15 წლის რომ ვი­ყა­ვი, მა­მამ თე­ლა­ვის რა­ი­ონ­ში, თა­ვის სო­ფელ არ­თა­ნა­ში, სა­დაც პა­პას ძი­რძვე­ლი მიწა-წყა­ლია, ძვე­ლი სახ­ლი შე­ი­ძი­ნა. იქ სამ­კვიდ­რო მიწა გვაქვს. სახ­ლს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტა­რა. მალე ბე­ბი­ას (მა­მის დედა) მე­ო­თხე სტა­დი­ის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე აღ­მო­აჩ­ნდა, არა­ნა­ირ იმედს არ გვაძ­ლევ­დნენ, რომ გა­დარ­ჩე­ბო­და. 80-იანი წლე­ბი იყო და ექიმ ბე­ბი­ას ასე­ვე ექი­მებ­მა დარ­ჩე­ნი­ლი დრო­ის გა­ტა­რე­ბა კრის­ტა­ლუ­რად სუფ­თა ჰა­ერ­ზე ურ­ჩი­ეს. მათი თქმით, რად­გან სამი დღის სი­ცო­ცხლე ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, გა­და­წყვი­ტა, მა­მა­ჩემს სო­ფელ­ში, სუფ­თა ჰა­ერ­ზე გა­და­ეყ­ვა­ნა. იქ პა­პას ნა­თე­სა­ვე­ბი ჰყავ­და. არ­თა­ნა მა­შინ საკ­მა­ოდ გა­მარ­თუ­ლი სო­ფე­ლი იყო, წყა­ლი ჰქონ­და და ნორ­მა­ლუ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი. მოკ­ლედ, 17 წლის რომ გავ­ხდი, იქ იყო უკვე გა­მარ­თუ­ლი სახ­ლი და ბე­ბი­ას ჰქონ­და კარ­გი მე­ურ­ნე­ო­ბა. ის გა­დარ­ჩა და იცო­ცხლა იმ­დენ ხანს, რომ დე­მეტ­რე გა­მაზ­რდე­ვი­ნა.

 ბე­ბი­ას­თან ერ­თად 

- არა­და, ერთი კვი­რის სი­ცო­ცხლის გა­რან­ტია მის­ცეს, ხომ?

- კი, მოს­კო­ვის ონ­კო­ლო­გი­ის წამ­ყვანმა ცენ­ტრმა... მან ამ დი­აგ­ნო­ზი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, 12 წელი იცო­ცხლა. მო­უ­ა­რა ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნილ მე­უღ­ლეს და ინ­სულ­ტით გარ­და­იც­ვა­ლა. 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გარ­და იმი­სა, რომ იქა­უ­რო­ბა ააყ­ვა­ვა, იქ გა­და­ი­ტანა თა­ვი­სი სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კა­ბი­ნე­ტიც. ავ­ბე­დი­თი 90-იანი წლე­ბი, შიმ­ში­ლის, გა­უ­საძ­ლი­სი ში­შის პე­რი­ო­დი მან გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნა. სახ­ლი არ­თა­ნა­ში იყო ჩვე­ნი და მა­მი­დის ოჯა­ხე­ბის ერ­თა­დერ­თი თავ­შე­სა­ფა­რი. იმ პე­რი­ოდ­ში ასე გა­დარ­ჩა და ჩვენც გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა...

წაიკითხეთ სრულად