მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის უფროსი ქალიშვილი, 18 წლის დევა ბოლო წლებში ძალიან მოთხოვნადი მოდელი გახდა. მაგრამ ბევრს ავიწყდება, რომ დევას ჰყავს უმცროსი და, ლეონი.
ლეონი კასელი 2010 წლის 20 მაისს რომში, მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ოჯახში, დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მშობლები 2013 წელს დაშორდნენ, ისინი მაინც ერთად ზრუნავენ ქალიშვილებზე და მათთან ერთად ატარებენ დროს.
ვარსკვლავი მშობლები ცდილობენ, დაიცვან თავიანთი უმცროსი ქალიშვილი პრესისა და საზოგადოების გაზრდილი ყურადღებისგან. ლეონი სოციალურ ღონისძიებებს არასდროს ესწრება. არ არის აქტიური სოციალურ ქსელში, ამიტომ პაპარაცების მხრიდან მისდამი ინტერესი გაცილებით დიდია.
ლეონი, უფროსი დის მსგავსად, განსაკუთრებული გარეგნობით გამოირჩევა, თუმცა მისი ფოტოები ძნელი მოსაპოვებელია. როგორც ტაბლოდები წერენ, ის დევასგან განსხვავდება, თუმცა დებს დედის შარმი გამოჰყვათ და სამოდელო ინდუსტრიაში დიდი მომავალი ელოდებათ.