ამ ქვეყნის მშვენიერი სქესის წარმომადგენლები ამას მხოლოდ დღესასწაულებზე ან დასვენების დღეებში როდი აკეთებენ.
თურქი ქალბატონების უმეტესობა სახლს გენერალურად ყოველდღე, უკიდურეს შემთხვევაში კი კვირაში ორჯერ ალაგებს - წმენდენ და აპრიალებენ ფანჯრებს, იატაკს და იღებენ მტვერს ყველაზე რთულად მისადგომ ადგილებში კი, სხვათა შორის, ფარდებსაც საკმაოდ ხშირად რეცხავენ. ალბათ გაინტერესებთ, რატომ არიან თურქი ქალბატონები ასე გაფაციცებული სისუფთავეზე და რაში იმალება ტიპური სტამბოლური სახლის სისუფთავის საიდუმლოება?
თურქეთში სისუფთავისადმი მსგავსი დამოკიდებულების რამდენიმე მიზეზი არსებობს:დავიწყოთ იმით, რომ თურქეთში ქალების 16,3 % უმუშევარია, ამიტომ ქალთა მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საყოფაცხოვრებო პრობლემებზეა გადართული.თურქი ქალებისთვის სახლის გენერალური დასუფთავება აუცილებელი და იძულებითი სამუშაო არ გახლავთ, მათთვის სახლის დასუფთავება ჰობი, საყვარელი საქმიანობაა, შეიძლება ითქვას, რომ სახლში კომფორტისა და სიმყუდროვის შექმნა მათთვის დროის გაყვანის და გართობის ერთ-ერთი საშუალებაა.თურქეთში ადამიანები ერთმანეთს წინასწარ გაფრთხილების გარეშე სტუმრობენ, ნათესავი ან მეგობარი ნებისმიერ დროს შეიძლება გესტუმროს, ამიტომ სახლი ყოველთვის იდეალურად სუფთა უნდა იყოს.და კიდევ, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივ აზრს, თუ ქალბატონს აბაზანაში ძვირად ღირებული კოსმეტიკა არ აქვს, ამას ყურადღებას არავინ მიაქცევს, მაგრამ თუ იატაკის ფილებს შორის შენიშნა ვინმემ ჭუჭყი, ამის შესახებ აუცილებლად ეცოდინება მთელს კვარტალს.
თურქული სახლის იდეალური სისუფთავის საიდუმლოება
დროთა განმავლობაში თურქებმა გამოიმუშავეს სახლის გენერალურად დასუფთავების უნარი სულ რაღაც ორ საათში. როგორ აკეთებენ ამას?
ფანჯრები
გლობალურად ფანჯრები თვეში ერთხელ იწმინდება, თუმცა კვირაში ერთხელ წმენდენ და აპრიალებენ მინებს და რეცხავენ ფარდებს. ამიტომ, თურქი ქალბატონების სახლში ყოველთვის არის უხვი მზის სინათლე და არც ფარდები იგროვებს მტვერს თვეების განმავლობაში.
აბაზანა
სველი წერტილი ყოველდღიურად ლაგდება. სანტექნიკას წმენდენ არა მხოლოდ ქლორიანი ქიმიური საშუალებებით, არამედ ძმრითაც. ნიჟარაზე და სარკეზე შხეფები აქ წარმოუდგენელია, ამიტომ ეს ადგილები ყოველი გამოყენების შემდეგ იწმინდება.
წაიკითხეთ სრულად