მარიამ როინიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარი გამომწერების კითხვებს პასუხობს. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტად მათ მარიამის წონის კლების გამოცდილება აინტერესებთ, რის შესახებაც მომღერალმა ვრცლად ისაუბრა:
„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ რაც 30 წლის გავხდი, ორგანიზმში ძალიან ბევრი რამე შემეცვალა. თითქოს სხვანაირად რეაგირებს ჩემი სხეული ყველაფერზე. რაც ადრე წონაში მამატებინებდა, ახლა პირიქით. სულ დაკვირვების პროცესში ვარ. ერთი რამ ნამდვილად ვიცი, რომ საღამოს კვების გაუქმება ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა”, – წერს მარიამ როინიშვილი.