პირველი-7 მაისის სილამაზის კალენდარი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - Marao

პირველი-7 მაისის სილამაზის კალენდარი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2023-05-01 17:33:13+04:00

პირველი მაისი, მთვარე ქალწულშია. მოიმატებს შრომისუნარიანობა. მეტად გამოიჩენთ ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ. მოსაფრთხილებელია ნაწლავები. ეცადეთ, სწორად იკვებოთ. კარგია სახლის, პირადი ნივთების დალაგება. ჯანსაღი საკვების მიღება. დღის რეჟიმის დაცვა, გამწმენდი პროცედურების ჩატარება, პილინგი, ფიტოთერაპია.

2 მაისი, მთვარე სასწორში გადავა 10:06-ზე. ქალს სილამაზისა და ჰარმონიისკენ სწრაფვის სურვილი უჩნდება. ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები. მოუფრთხილდით თირკმელებს. შეამცირეთ ხორცეული და მარილიანი საკვები. მიიღეთ ხილი, დალიეთ მინერალური წყალი და მწვანე ჩაი. ესტუმრეთ კოსმეტოლოგს. გაიკეთეთ მანიკიური და სახის მკვებავი ნიღბები. მაგრამ მოერიდეთ გარეგნობის შეცვლის რადიკალურ მეთოდებს.

4 მაისი, მთვარე მორიელს ესტუმრება 18:28-ზე. გამძაფრებულია ემოციები და გრძნობები. მოერიდეთ რისხვის, ეჭვიანობის გამოვლენას. კარგია მედიტაცია, ლოცვა, ენერგეტიკული პრაქტიკები; კონტრასტული შხაპი, სულიერი პრაქტიკები, კანის გაახალგაზრდავება. არ ჩაერიოთ ენდოკრინული და საშარდე ბუშტის სისტემის მუშაობაში. არ ესტუმროთ გინეკოლოგს.

6 მაისი, მთვარე მშვილდოსანშია. კანისთვის გამოიყენეთ ორგანულ ცხიმებზე დამზადებული კრემები. მოსაფრთხილებელია ღვიძლი, უარი თქვით ალკოჰოლზე. ჩაცმულობაში მეტად გამოიყენეთ ლურჯი, ძოწისფერი. მოერიდეთ თეძოებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურას, განსაკუთრებით - ლიპოსაქციას.