რას უნდა ელოდოთ ამ კვირაში? - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - Marao

რას უნდა ელოდოთ ამ კვირაში? - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2023-05-01 17:35:38+04:00

ვერძი

შესაძლოა წინა პლანზე წამოვიდეს კარიერული საკითხები, თუმცა გსურთ დაისვენოთ, გახვიდეთ ქალაქგარეთ, მოაწყოთ პიკნიკი. მაგრამ მოგიწევთ სამსახურსა და ვალდებულებებზე ფიქრი. არ არის გამორიცხული, რომ ახალმა გარემოებებმა გაიძულოთ უკვე დასრულებული პროექტის ხელახლა გადაკეთება. ამ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ დაეყრდნოთ მხოლოდ საკუთარ ძალებს. თუმცა მარტო მუშაობა უფრო მეტ შედეგს მოიტანს.

კურო

ეს კვირა ხელსაყრელი პერიოდია რაღაცის შესაცვლელად და ახლის საცდელად. ახლა არ არის დრო, რომ მხოლოდ დინებას მიჰყვეთ. ოთხშაბათს გექნებათ შანსი, პირად ფრონტზე გამარჯვების გემო იგრძნოთ. ხუთშაბათს საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ. შაბათს ყველას ვერ მოეწონებით, მაგრამ ზოგადი გარემოდან ნამდვილად მნიშვნელოვან ადამიანებს აირჩევთ. კვირას უნდა დაისვენოთ და იცხოვროთ ისე, როგორც გესიამოვნებათ.

ტყუპი

შესაძლებელი იქნება ყველაზე გაბედული გეგმების რეალიზებაც კი, რომლებიც ადრე მიუღწეველი ჩანდა. საყვარელი ადამიანი სასიამოვნოდ გაგაოცებთ: მოაწყეთ საოცნებო პაემანი. თქვენი კრეატიულობა, სიცოცხლისუნარიანობა, ოპტიმიზმი და ინტუიცია მნიშვნელოვნად გაიზრდება. არსებობს შანსი, რომ მკვეთრად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. გაფრთხილდით, რომანტიკულმა განწყობამ სამსახურის საქმეებს არ მოგწყვიტოთ. კარგი პერიოდია კინოსა და თეატრში წასასვლელად, მეგობრების მოსანახულებლად.

კირჩხიბი

ამ კვირაში სასურველია თქვენი სურვილები შესაძლებლობებით შეაფასოთ და არ დაჰპირდეთ იმას, რისი გაკეთებაც არ შეგიძლიათ. ამ დღეებმა შეიძლება ბევრი პრობლემა და გაუგებრობა მოუტანოს მათ, ვინც არ არის მიდრეკილი, იფიქროს თავისი ქმედებების შედეგებზე. შეეცადეთ ყურადღება გაამახვილოთ ყველაზე მნიშვნელოვანზე და არ იყოთ გაფანტული ერთდროულად რამდენიმე წვრილმანზე. შაბათ-კვირას ბევრი რამ გაირკვევა და იგრძნობთ, რომ წარმატება ახლოსაა. თქვენი სულიერი განვითარების ახალი ეტაპი იწყება. ასე რომ, არ დაგავიწყდეთ დაიტოვოთ საკმარისი დრო თქვენთვის.

ლომი

ამ კვირაში ისიამოვნეთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობით, დაისვენეთ, დატკბით ნეტარებითა და ფანტაზიებით. შეიძლება მოულოდნელად აღმოჩნდეთ ელიტარულ წრეში, აღმოაჩინოთ პოეტური ნიჭი საკუთარ თავში ან დაიწყოთ ხატვა. უბრალოდ ბრმად ნუ ენდობით სხვა ადამიანების მოსაზრებებს, უკეთ მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას. რაც უფრო საიმედოა თქვენი პარტნიორი, მით უფრო ეფექტური იქნება გეგმის შესრულება.

ქალწული

კვირის პირველი ნახევარი საშუალებას მოგცემთ, გაუმკლავდეთ ბევრ დაგროვილ და მტკივნეულ პრობლემას. მეორე ნახევარში გეგმები მკვეთრად შეიცვლება, არ არის გამორიცხული, რომ სამოგზაუროდ ვერ წახვიდეთ. საფრთხის ქვეშ იქნება ტრადიციული პიკნიკიც კი. ამ კვირაში გჭირდებათ კომფორტული ატმოსფერო და საყვარელი ადამიანებისგან მზრუნველობა. 

სასწორი

კვირა სასიამოვნო მოვლენებით დაგამახსოვრებთ თავს. თუმცა სამსახურში უმჯობესია იყოთ შეუმჩნეველი და არ მიიპყროთ ზედმეტი ყურადღება. არ ეკამათოთ ზემდგომებს. უქმეებზე მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს. გაისეირნეთ ბუნებაში, ეწვიეთ გამოფენას, კონცერტს. 

მორიელი

თუ გსურთ წარმატების მიღწევა, უნდა იმოქმედოთ, თუმცა გააზრებულად და არა აგრესიული მეთოდებით. პრობლემები, რომლებიც ხელს გიშლით, თავისით მოგვარდება. აკეთეთ ის, რაც გიყვართ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ჰარმონიამ დაისადგუროს. იყავით ყურადღებიანი და მზრუნველი საყვარელი ადამიანის მიმართ. 

მშვილდოსანი

შეეცადეთ გამოიყენოთ არსებული სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ. დაიწყეთ ინფორმაციის შეგროვება იმ თემაზე, რაც გაინტერესებთ; ნუ დააყოვნებთ ექსპერტებთან კონსულტაციას. სამსახურის საქმეების გამო ნუ მოაკლებთ ყურადღებას ოჯახს, საყვარელ ადამიანებს. ეცადეთ, უქმეები ერთად და საინტერესოდ გაატაროთ. 

თხის რქა

სამუშაო იქნება ბევრი და არცთუ იოლი. ამიტომ ამ კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა თქვენი შესაძლებლობები რეალურად გამოავლინოთ. თქვენ უნდა ისწავლოთ, როგორ დაიცვათ თქვენი ინტერესები. ხუთშაბათს შეგიძლიათ კონსტრუქციული წინადადებებით მოაწონოთ საქმიან პარტნიორებს თავი. უფრო მეტად ენდეთ ინტუიციას. შაბათი შესანიშნავი დროა მოგზაურობის დასაწყებად. 

მერწყული

ამ კვირაში ღირს პირად ურთიერთობებში კორექტირების შეტანა. უბრალოდ არ გადახვიდეთ უკიდურესობებში, ნუ ფიქრობთ, რომ არავის სჭირდებით. დაგეგმეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები კვირის შუა დღეებში. საქმიან პარტნიორებთან რაც უფრო აქტიურად აწარმოებთ მოლაპარაკებებს, მით მეტ წარმატებას მიაღწევთ. ხუთშაბათის ღონისძიებები მნიშვნელოვან პრაქტიკულ გამოცდილებას მოგცემთ. თუ ეჭვი გეპარებათ ზოგიერთ საკითხში, ნუ დააყოვნებთ კითხვის დასმას. შაბათ-კვირას მოერიდეთ კატეგორიული განცხადებების გაკეთებას.

თევზები

ხელსაყრელი დროა კარიერული წინსვლისთვის და მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად. რა თქმა უნდა, თუ დაძლევთ აპათიასა და სიზარმაცეს. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას ნუ გამოავლენთ ეგოიზმს, არამედ გაითვალისწინეთ ოჯახის წევრების ინტერესები. მეტი დიპლომატიურობა გმართებთ საქმიანი პარტნიორების მიმართ. პარასკევს მოერიდეთ უსამოვნებებს. უქმეები ოჯახის წევრებთან ერთად ბუნებაში გაატარეთ.