ქართველი მსახიობი ნანა სტამბოლიშვილი თურქულ სერიალ Emanet-ში მთავარ როლს ასრულებს. ნანუკა სოციალური ქსელების თურქულ, ასევე, ქართულ სივრცეში ახალი ვარსკვლავია, რომლის შესახებაც ბევრს საუბრობენ.
სერიალი უკვე რამდენიმე წელია, რაც ერთ-ერთ ქართულ არხზე გადის. მას უამრავი ადამიანი უყურებს და სეჰერისა და იამანის სიყვარულს გულშემატკივრობენ. მთავარ როლებს სერიალში ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი და სილა თურქოღლუ ასრულებდნენ, თუმცა სილას მოულოდნელი წასვლის შემდეგ მისი როლი ნანამ დაიკავა.
ამჯერად ნანუკა დაბადების დღეს აღნიშნავს და "ინსტაგრამზე" ვიდეოს აქვეყნებს. მსახიობი 33 წლის გახდა.