მომღერალ ნინო ჩხეიძეს საქართველოში ბევრი იცნობს. ის ხშირად სტუმრობს სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემას და სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია. ინტერესი ნინო ჩხეიძის სტილის, ვიზუალისა და პირადი ცხოვრების მიმართ კი საზოგადოებაში მუდმივად არსებობს.
ნინო ჩხეიძის მეუღლე პროდიუსერი გიორგი კორახაშვილია. მათ ერთმანეთი 21 წლის ასაკში გაიცნეს და ურთიერთობა მალევე გადაიზარდა სიყვარულში. წყვილს ერთი საერთო შვილი, მარიამ კორახაშვილი ჰყავს. გიორგი საზღვარგარეთ ცხოვრობს და მუშაობს, ნინო კი შვილთან ერთად საქართველოში აგრძელებს საქმიანობას. როგორც მომღერალი განმარტავს, მათ „ვირტუალური ოჯახი“ აქვთ.
ამჯერად მარიამი იუბილარია. მომღერალი შვილს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს.
„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიყვარულო”, – წერს ნინო ჩხეიძე სოციალურ ქსელში და მარიამის ფოტოს აქვეყნებს.
