„დილით 10-ზე ვიწყებდი და ვჭამდი იმას, რაც მინდოდა... 9 თვის მანძილზე ერთი დღეც არ დამირღვევია” - როგორ დაიკლო იაკო ჭალაგანიძემ 73 კილო - Marao

„დილით 10-ზე ვიწყებდი და ვჭამდი იმას, რაც მინდოდა... 9 თვის მანძილზე ერთი დღეც არ დამირღვევია” - როგორ დაიკლო იაკო ჭალაგანიძემ 73 კილო

2023-05-04 10:27:23+04:00

31 წლის იაკო ჭალაგანიძე, რომელმაც 73 კილო დაიკლო, ამის შესახებ ის ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში საუბრობს. მისივე თქმით, წონის დაკლების შესახებ გადაწყვეტილება პანდემიის პერიოდში მიიღო და 18-საათიანი დიეტა დაიწყო.

„18-საათიანი დიეტით დავიკელი. დილით 10-ზე ვიწყებდი და ვჭამდი იმას, რაც მინდოდა, ხოლო შემდეგ კი ვცდილობდი, მიმეღო ძირითადად ცილები. არაფრის მონატრება არ მქონია.

დილით ყველაფრის ჭამის უფლებას ვაძლევდი თავს. ტკბილი რომ მომინდებოდა, შოკოლადს ვჭამდი ადეკვატური ზომებით. 9 თვის მანძილზე იმდენად მოტივირებული ვიყავი წონის დაკლებაზე, რომ არც ერთი დღე არ დამირღვევია”, – ამბობს იაკო ჭალაგანიძე.