სულ ცოტა ხნის წინ "ნაპოლის" გულშემატკივრებმა, 33 წლის შემდეგ პირველად, "ნაპოლის" ჩემპიონობა იზეიმეს. ნეაპოლურმა გუნდმა სკუდეტო ისტორიაში მესამედ მოიგო. კვარაცხელია "ნაპოლისთან" ერთად სადებიუტო სეზონში გაჩემპიონდა, "ნაპოლი" კი იტალიის ჩემპიონი მესამედ გახდა.
ეს სიხარული, ცხადია, ქართველი ვარსკვლავის ყველაზე დიდმა გულშემატკივარმა ნიცა თავაძემაც გაიზიარა. ნიცამ სოციალურ ქსელში ხვიჩას ფოტოები გამოაქვეყნა: "დაბადებული ჩემპიონობისთვის" - წერს ის.