ცნობილი მოდელი ნინა ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნინო "მის საქართველო 1997"-ისა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებელია. ის ასევე წარმატებული კალათბურთელის, ვატო ნაცვლიშვილის მეუღლეა და მათ ოთხი შვილი ჰყავთ. ყველაზე უფროსს, თაკო ნაცვლიშვილს, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს.

ნინა ცქიტიშვილი 44 წლის ასაკში აქტიურად განაგრძობს საქმიანობას. ის ამჯერად Balenciaga-ს ახალ კამპანიაში მონაწილეობს. მან სამოსი ბრენდის 2023 წლის შემოდგომის კოლექციიდან მოირგო და დაწერა, რომ ეს მისი ოცნება იყო: "მადლობა ამ საოცნებო თავგადასავლისთვის, შესაძლებლობისთვის და მოგზაურობისთვის BALENCIAGA-ს სამყაროში" - წერს ის.
