რივზის გოგონა 2000 წლის იანვარში უნდა დაბადებულიყო, თუმცა მშობიარობამდე 1 კვირით ადრე ბავშვს გული გაუჩერდა... - კიანუ რივზის ტრაგედიებით სავსე პირადი ცხოვრება და კარიერა - Marao

რივზის გოგონა 2000 წლის იანვარში უნდა დაბადებულიყო, თუმცა მშობიარობამდე 1 კვირით ადრე ბავშვს გული გაუჩერდა... - კიანუ რივზის ტრაგედიებით სავსე პირადი ცხოვრება და კარიერა

2023-05-05 14:49:39+04:00

1980-90-იანი წლების ჰოლივუდის კინოვარსკვლავთა შორის განსაკუთრებული ადგილი „ნეოს“ - კიანუ რივზს უჭირავს. მისი ყველა ფილმი თუ პერსონაჟი გამორჩეულია, ისევე, როგორც თავად კიანუ რივზი - რეალურ ცხოვრებაში.

კიანუ ჩარლზ რივზის მშობლებმა - პატრისიამ და სემუელმა, ერთმანეთი ბეირუთში, ლიბანში, სამოქალაქო ომამდე გაიცნეს და ბეირუთში 1964 წლის 2 სექტემბერს დაიბადა მომავალი მსახიობიც. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, კიანუს დედა ერთ-ერთ ბარში მოცეკვავე იყო. ბავშვს ჰავაიში გავრცელებული სახელი - კიანუ დაარქვეს, რაც „მთიდან მონაბერ ცივ ქარს“ ნიშნავს.

მოგზაურობის მოყვარული ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. კიანუს და - კიმი, ავსტრალიაში დაიბადა. მომავალი მსახიობი 3 წლის იყო, როცა მამამ ოჯახი მიატოვა. ამ ამბის შემდეგ პატრისია - კიანუს დედა, კიდევ სამჯერ გათხოვდა. ერთ-ერთ ქორწინებაში გოგონა - კარინა მილერი შეეძინა. მსახიობს ნახევარდა ჰყავს მამის მხრიდანაც - ემა როუზ რივზი.

 კიანუმ დებთან ერთად ბავშვობის დიდი ნაწილი ტორონტოში გაატარა. პატრისია კოსტიუმერი გახდა და სწორედ დედის დახმარებით რივზმა პატარა ასაკში გაიცნო დოლი პარტონი, დევიდ ბოუი და ელის კუპერი.

 

1994 წელს ოჯახისთვის ცნობილი გახდა, რომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გადაზიდვის გამო კიანუს მამას, სემუელს, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თავად კიანუ კი 13 წლის იყო, როცა მამასთან ურთიერთობა გაწყვიტა.

დისლექსიის გამო, რომელიც კიანუსთან ერთად მსახიობის დას, კიმსაც ჰქონდა, ის კარგად ვერ სწავლობდა და მსახიობს ბავშვობის პერიოდზე საუბარი არ უყვარს. როგორც ცნობილია, 5 წლის განმავლობაში მან 4-ჯერ შეიცვალა სასწავლებელი, მათ შორის, სამსახიობო ოსტატობის სკოლა, საიდანაც მომავალი ვარსკვლავი გამოაგდეს.

მსახიობობასთან ერთად, მას სპორტი და მუსიკაც იტაცებდა. სურდა ჰოკეის მოთამაშე გამხდარიყო. კიანუს „კედელიც“ კი შეარქვეს, რადგან საუკეთესო მეკარე იყო. თუმცა მიღებულმა ტრავმამ ის აიძულა, სპორტზე უარი ეთქვა.

მალე კერძო სასწავლებლიდან საჯარო სკოლაში გადავიდა, თუმცა ატესტატი არ აუღია. სწორედ ამ პერიოდში, 15 წლის ასაკში დაიწყო მისი წინსვლა ვარსკვლავური კარიერისკენ. კიანუ იმპროვიზაციის მასტერკლასებს ესწრებოდა, სკოლა მიატოვა და ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც HB Studio-ში მეცადინეობდა.

რივზი ჯერ კიდევ 9 წლის იყო, როცა თეატრის სცენაზე მაყურებლის წინაშე წარდგა, 15 წლის ასაკში კი „რომეო და ჯულიეტაში“ მერკუციოს როლი შეასრულა.

 

1980-იანი წლების დასაწყისში ის მოკლემეტრაჟიან ფილმებსა და სერიალებში მონაწილეობდა.

1988 წელს გადაღებულმა ფილმმა „სახიფათო კავშირები“ კიანუ რივზთან ერთად დიდი წარმატება მსახიობ უმა თურმანსაც მოუტანა. პირველი ყველაზე დიდი წარმატება კი კიანუს ფილმმა „ბილი და ტედი“ მოუტანა.

დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ფსიქოლოგიური ტრილერი „ეშმაკის ადვოკატი“ , სადაც ახალგაზრდა მსახიობმა შარლიზ ტერონთან და ალ პაჩინოსთან ერთად ითამაშა. როგორც ამბობენ, კიანუს ისე ძლიერ სურდა ამ მსახიობებთან ერთად თამაში, რომ საკუთარი ჰონორარიდან, რაც 8 მლნ დოლარს შეადგენდა, 2 მლნ დოლარი დათმო, რათა პროდიუსერებს ალ პაჩინოსა და შარლიზ ტერონისთვის გადაეხადათ.

კიანუ რივზზე საუბრისას შეუძლებელია არ ვახსენოთ ფილმი „ტკბილი ნოემბერი“, „კონსტანტინი“ და რა თქმა უნდა - „მატრიცა“. ამ საოცარმა ნამუშევრებმა შედეგი გამოიღო და ჰოლივუდის "დიდების ხეივანში" კიანუ რივზის ვარსკვლავი გაიხსნა.

 

2014 წელს მაყურებლის გული მსახიობმა კიდევ ერთხელ დაიპყრო, როცა საზოგადოებამ ახალი პერსონაჟი - „ჯონ უიკი“ გაიცნო. მძაფრსიუჟეტიან ფილმში მაყურებელს დამაფიქრებელ დიალოგებთან ერთად, პერსონაჟის საინტერესო ისტორიაც იპყრობს.

როგორც ცნობილია, ამ როლისთვის მსახიობს ფიზიკური მომზადებაც სჭირდებოდა და ის 4 თვის განმავლობაში, დღეში 8 საათს ვარჯიშობდა. როგორც მოგვიანებით თავად აღნიშნა, ფილმში სახიფათო მანევრთა 90%-ს თავად ასრულებს.

წაიკითხეთ სრულად