"გილოცავ, ჩემპიონო! ოცნებები ნამდვილად ხდება იქ, სადაც შენ ხარ! მადლობა უფალს! უფლის იწამე მარად! მიყვარხარ" - წერს ხვიჩა კვარაცხელიას დედა მაკა ლუკავა სოციალურ ქსელში და შვილის ფოტოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ "ნაპოლის" გულშემატკივრებმა, 33 წლის შემდეგ პირველად, "ნაპოლის" ჩემპიონობა იზეიმეს. ნეაპოლურმა გუნდმა სკუდეტო ისტორიაში მესამედ მოიგო. კვარაცხელია "ნაპოლისთან" ერთად სადებიუტო სეზონში გაჩემპიონდა, "ნაპოლი" კი იტალიის ჩემპიონი მესამედ გახდა.