"გილოცავ, ჩემპიონო! ოცნებები ნამდვილად ხდება იქ, სადაც შენ ხარ! მადლობა უფალს! უფლის იწამე მარად! მიყვარხარ" - ასე მიულოცა ხვიჩა კვარაცხელიას დედამ, მაკა ლუკავამ იტალიის ჩემპიონობა. ქართველი ფეხბურთელის სიხარული სოციალურ ქსელში მისმა საცოლემ, ნიცა თავაძემაც გაიზიარა და დაწერა, რომ ხვიჩა ჩემპიონობისთვისაა დაბადებული.
ამჯერად ოჯახური კადრები საკუთარ გვერდზე თავად ხვიჩა კვარაცხელიამ გამოაქვეყნა. მატჩის შემდეგ მან გამარჯვება თანაგუნდელებთან ერთად, მოგვიანებით კი ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნა. შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ "ნაპოლის" გულშემატკივრებმა, 33 წლის შემდეგ პირველად, "ნაპოლის" ჩემპიონობა იზეიმეს. ნეაპოლურმა გუნდმა სკუდეტო ისტორიაში მესამედ მოიგო. კვარაცხელია "ნაპოლისთან" ერთად სადებიუტო სეზონში გაჩემპიონდა, "ნაპოლი" კი იტალიის ჩემპიონი მესამედ გახდა.