"მახსოვს, ამ დროს წარმოვიდგენდი ხოლმე დიდ სცენას და გავსებულ დარბაზს“ - ნუცა ბუზალაძე ინსტაგრამზე ბავშვობის ვიდეოს აქვეყნებს - Marao

"მახსოვს, ამ დროს წარმოვიდგენდი ხოლმე დიდ სცენას და გავსებულ დარბაზს“ - ნუცა ბუზალაძე ინსტაგრამზე ბავშვობის ვიდეოს აქვეყნებს

2023-05-08 10:16:49+04:00

ქართველმა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ სულ ცოტა ხნის წინ ამერიკა აალაპარაკა, როცა გახდა პირველი უცხოელი, რომელმაც პროექტ „ამერიკის ვარსკვლავში“ დიდ წარმატებას მიაღწია. ნუცა ჟიურის წევრების ფავორიტიც გახდა, ბოლო ეტაპზე Top-12 მონაწილეს შორის ქართველი შემსრულებელი სწორედ მათ გადაიყვანეს, თუმცა ათეულში მოსახვედრად მას ხმები არ ეყო და პროექტს გამოეთიშა. 

ამჯერად ნუცა ინსტაგრამზე გამომწერებს ახალ ვიდეოს უზიარებს: „ყოველთვის ემოციურად ვუყურებ ჩემი ბავშვობის კონცერტებს სახლში, მახსოვს ამ დროს წარმოვიდგენდი ხოლმე დიდ სცენას და გავსებულ დარბაზს“ - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.