გია ბაღაშვილი ოთხი გოგონას მამაა. ის შვილების შესახებ სოციალურ ქსელში ხშირად წერს და მათ ფოტოებსაც აქვეყნებს. ამჯერად კი სიახლეებს მეგობრებს უფროსი ქალიშვილის წარმატების შესახებ უზიარებს.
„ჩემი უფროსი გოგონას, ნინი ბაღაშვილის ნამუშევრების გამოფენა…“, წერს გია ბაღაშვილი.
ნინი ბაღაშვილის ნამუშევრების გამოფენა 2023 წლის 8 მაისს, 14:30 საათზე, თანამედროვე განათლების აკადემიაში გაიმართება. ნინი აკადემიის მეშვიდე კლასის მოსწავლეა. როგორც მშობლები ამბობენ, მან ხატვა 4 წლის ასაკში დაიწყო და წინ დიდი მომავალი აქვს.